Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შექმნის საკითხში მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ

თარიღი : 6-10-2015, 21:23 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიამ ქალაქის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შესარჩევად კონკურსი განმეორებით გამოაცხადა. ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ სამსახური კვლავ აცხადებს კონკურსს ქუთაისის ტურისტულ ლოგოსა და სლოგანზე. ხოლო კონკურსის მიზანია, ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებთან ერთად შეუდგეს ისეთ მნიშვნელოვან საქმეს, როგორიცაა ქალაქის პოპულარიზაცია.

"მოგეხსენებათ, ქალაქის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შექმნის პირველი მცდელობა მიუხედავად პროცესის ღიაობისა, უშედეგოდ დასრულდა. თუმცა, საზოგადოების მისასალმებელმა აქტიურმა ჩარევამ, დაინტერესებამ საკითხის მიმართ, ცხადყო, რამდენად მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ საკითხს ვეხებით.

გადავწყვიტეთ საჯარო გავხადოთ ყველა საკონკურსო ნამუშევარი მათი მიღების ვადის დასრულების შემდეგ და საზოგადოებას მოვუწოდებთ, უშუალოდ ჩაერთონ წარმოდგენილი საკონკურსო ნამუშევრების შეფასებაში და მხარი დაუჭირონ სასურველ ვარიანტს.

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს, ქალაქ ქუთაისის მერია განმეორებით გამოაცხადებს ქალაქის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შესარჩევ კონკურს და ვიმედოვნებთ, რომ ამჯერად უფრო მეტი ადამიანის ჩართულობა მოხდება არამარტო ქუთაისიდან, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიდანაც," - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, უახლოეს მომავალში ქალაქის მერია გაავრცელებს ინფორმაციას ყველა იმ ტექნიკური რეგულაციის შესახებ,რომელიც ხელს შეუწყობს კონკურსის ობიექტურად ჩატარებას.

"თუ საზოგადოება გადაწყვეტს, რომ საკონკურსო კომისია უნდა გაფართოვდეს, ჩვენ მზად ვართ გავზარდოთ კომისიის შემადგენლობა, თუკი ინიციატივას დაერთვება სათანადო არგუმენტაცია მიმდინარე წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით. მივმართავთ ნებისმიერ მოქალაქეს, დიზაინერებს, დიზაინერულ სტუდიებსა და ჯგუფებს წარმოგვიდგინონ თავიანთი ნამუშევრები. ვფიქრობთ, დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა იყო მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის ავტორი," - აცხადებენ მერიის ეკონომიკურ სამსახურში.


ნანახია: 1910-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერია ლოგოსა და სლოგანის შესარჩევად კონკურსს კვლავ აგრძელებს.
როგორც ქალაქის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, ტურისტული ლოგოსა და სლოგანის დამტკიცების ვადამ ერთი თვით გადაიწია. ვადის
კონკურსში მონაწილეობა და ხმის მიცემა www.kutaisi.gov.ge-ზე ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი.
ქუთაისის მერია ქალაქის ტურისტული ლოგოს და სლოგანის შესარჩევი კონკურსის შედეგებს აქვეყნებს.
ახალი ლოგო და სლოგანი ქალაქის საინფორმაციო ცენტრზე განთავსდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ქალაქის მერის ბრძანებით, მერიაში დროებითი კომისია შეიქმნა.

ამინდი