ქუთაისის მერი: მოხარული ვარ, რომ ამდენ ლამაზმანს ვუმასპინძლეთ

"მის საქართველო 2015"-ის მონაწილეებს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ უმასპინძლა. 25 კონკურსანტი ქუთაისში მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში იმყოფება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ ქალაქის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერებინეს.
"მის საქართველო"-ს მონაწილეები მოსამზადებელ პერიოდს გადიან. თხოვნა იყო ჩვენს მიმართ, რომ ქალაქს მიეღო და ემასპინძლა. ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ, რომ ჩავერთეთ ამ ღონისძიებაში და ამდენ ლამაზმანს ვუმასპინძლეთ," - ამბობს შოთა მურღულია.
"მის საქართველო" ჩვენს ქვეყანაში მე-12-დ ტარდება. ღონისძიება ბათუმში პირველ ნოემბერს გაიმართება. მანამ კი ერთი თვის განმავლობაში კონკურსანტები მოსამზადებელვ პერიოდს გაივლიან.
ცნობისთვის, "მის საქართველო 2015"-ის ქუთაისში ვიზიტი ადგილობრივმა ბიუჯეტმა დააფინანსა. ქალაქის მერის თქმით, თანხის ზუსტი ოდენობა მისთვის უცნობია.