ქუთაისის მერი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს

ქუთაისის მერი შოთა მურღულია ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დვალის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებას ეხმაურება.
შოთა მურღულიას განცხადებით, დავით დვალს თმენის ვალდებულების პასუხისმგებლობა აქვს და ამიტომ, დარწმუნებულია, რომ ის ამ ქმედებას არ ჩაიდენდა. მურღულიას თქმით, ის მიესალმება დვალის იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მან გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება დროებით შეიჩერა.
"გავეცანი იმ პოსტებს, რაც ზოგადად იდო და ვნახე, რომ პირადი შეურაცხყოფა აქვს სულხან ქობულაძეს დავით დვალისთვის მიყენებული. თუმცა, ეს არ აძლევდა დავით დვალს, ამის უფლებას. ჩვენ თმენის ვალდებულება გვაქვს. ბატონი სულხანი ჩემს მიმართაც ძალიან უარყოფით და პიროვნულ შეურაცხყოფებს აქვეყნებს, რაც მას ღირსებას არ მატებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ დათო დვალი ასეთ რაღაცას არ აყვებოდა, ის პოლიტიკაში წლებია არის, მეტიც, ჩემზე დიდი ხანია, რაც პოლიტიკაშია. შესაბამისად, გამოძიებას უნდა დაველოდოთ. ძალიან დადებითად ვაფასებ დვალის იმ ნაბიჯს, რომ მან უფლებამოსილება შეიჩერა, როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, რათა გამოძიებისთვის არ ყოფილიყო დამაბრკოლებელი გარემოება მაღალი თანამდებობა", - აცხადებს ქალაქის მერი შოთა მურღულია.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელი, დავით დვალს ცემაში ადანაშაულებს.