Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

აწსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის გეგმები და საყვედური სტუდენტებს

თარიღი : 6-10-2015, 10:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ახალი სეზონიდან განახლებულ რუბრიკას, ინტერიუ-ს გთავაზობთ, სადაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე ვისაუბრებთ შესაბამის რესპონდენტებთან ერთად. რუბრიკის პირველი სტუმარი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობის პრეზიდენტი გიორგი ოკრიბელაშვილია.


გიორგი ოკრიბელაშვილი სამართალმცოდნეობის მე-4 კურსის სტუდენტია.როგორც თავად ამბობს, პირველი კურსიდანვე აქტიური სტუდენტი იყო და მესამე კურსზე, აპრილის თვეში სასწავლებლის სტუდენტური თვითმართველობის პრეზიდენტად აირჩიეს.

რატომ აირჩიეთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი?

თუ ადამიანს სწავლა და განვითარება უნდა, ამას ყველგან შეძლებს. მთავარია მოტივაცია-რა გინდა ცხოვრებაში. თუ აქ სასწავლო პროცესში მცირე ხარვეზებია, ვფიქრობ სტუდენტებიც აქტიურად უნდა ჩავერთოთ მათ გამოსწორებაში და ჩვენი რესურსი ჩვენს ქალაქსვე მოვახმაროთ.

რას ნიშნავს თქვენთვის სტატუსი ,,აწსუ-ს სტუდენტური თვითმართველობის პრეზიდენტი“?

ჩემი სტატუსი არანაირ პრივილეგის არ მაძლევს. ვარ რიგითი სტუდენტი. უბრალოდ მაქვს შესაძლებლობა სტუდენტებს შევთავაზო ხარისხიანი სერვისი და ის,რისი ნაკლებობაც ქალაქშია. თვითმართველობის პრეზიდენტობაც ამიტომ გადავწყვიტე.

რა ტიპის პროექტებსა და ღონისძიებებზე ამახვილებს თვითმართველობა ყურადღებას?

თვითმმართველობაში მუშაობს ოთხი დეპარტამენტი- კულტურის, სპორტის, სოციალურ საკითხთა და სამეცნიერო დეპარტამენტები და ყველა თანაბრად მნიშვნელოვანია. ასევე, დეპარტამენტების დაქვემდებარებაში შეიქმნა კლუბები (მოლაშქრეთა კლუბი, კინო კლუბი თუ სხვ.) და ვცდილობთ უნივერსიტეტის მატერიალური თუ ადამიანური რესურსი მაქსიმალურად ავითვისოთ ისევ სტუდენტთა სასარგებლოდ.


შეიცვალა თუ არა პრეზიდენტთან ერთად ,,გუნდი“?


გუნდის ცვლილება და განახლება ხდება ყოველწლიურად,გარდა პარლამენტის წევრებისა,რომლებიც იცვლებიან ყოველ 4 წელიწადში.
ყველა პირველ კურსელს სურს თავის გამოჩენა,მაგრამ ყველას ნიჭს და შესაძლებლობებს ვერ დავინახავთ თუ არ იაქტიურა და არ ჩაერთო სხვადასხვა პროექტებში. მაგალითად, ვფიქრობთ, სტუდენტური დღეების დაგეგმვისას ერთ გამოცდილ ორგანიზატორთან ერთად იყოს ერთი ახალი, თუნდაც პირველკურსელი,შემდგომში გადამზადებული კადრების შესაქმნელად. სხვადასხვა პროექტების მიუხედავად,სტუდენტთა უმრავლესობა მაინც პასიურია.

თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს მათ აქტიურ პროცესში ჩასართავად?

მართალია,პასიურობენ და ბოლოს პრეტენზიებიცაა-თვითმმართველობა არაფერს აკეთებსო. არადა, წლის ბოლოს 200-მდე პროექტი იყრის თავს. ჩვენს Facebook გვერდზე ვრცელდება ინფორმაცია და პლაკატებიც ყველა კორპუსში იკვრება. ასევე, ვფიქრობთ, ყველას მონაცემები ჩავინიშნოთ და სტუდენტებს sms დავუგზავნოთ მიმდინარე პროექტების შესახებ. თუმცა, ეს იდეა ჯერ მუშავდება,ზოგიერთების უკმაყოფილება რომ არ გამოიწვიოს.

რამდენია აწსუ სტუდენტური თვითმართველობის დაფინანსება?

სტუდენტური თვითმართველობის დაფინანსება 150 000 ლარია.

თქვენი აზრით,აღნიშნული დაფინანსება საკმარისია თუ არა უნივერსიტეტში აქტიური სტუდენტური ცხოვრების შესაქმნელად?

მეტი დაფინანსება უკეთესია უფრო მასიური პროექტების შესაქმნელად, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას,რომ თბილისის რამდენიმე მნიშვნელოვან უნივერსიტეტს იგივე დაფინანსება აქვთ გამოყოფილი, ვფიქრობ ეს თანხა ქუთაისისთვის საკმარისია. თუმცა, შეიძლება გაიზარდოს.

რა კუთხით თანამშრომლობს აწსუ სტუდენტური თვითმმართველობა სხვა უნივერსიტეტების თვითმმართველობებთან?

კავშირები გვაქვს მათთან და ესაა სხვადასხვა პროექტში ჩართულობა თუ საერთო აქტივობები. ასევე, თვითმართველობების დაფინანსებით ეწყობა ზამთრის და ზაფხულის ბანაკები და პირველ რიგში, დაფასდება იმ აქტიური სტუდენტების შრომა, რომლებიც ჩართულები იყვნენ სხვადასხვა აქტივობებში თუ იყვნენ პროექტების ორგანიზატორები.

როგორია აწსუ სტუდენტური თვითმმართველობის სამომავლო გეგმები?

პირველი შუალედურის შემდეგ დაიწყება სტუდენტური დღეები; ოქტომბრის თვეში ,,უწყვეტი განათლების ცენტრი“ ჩაატარებს ტრენინგებს,რომელიც უფასო იქნება ჩვენი სტუდენტებისათვის; იგეგმება სხვადასხვა ინტელექტუალური პროექტი, TV კლუბის შექმნა. ასევე, მზადდება თვითmმართველობის ოფიციალური საიტი, საiდანაც სტუდენტები სრულ ინფორმაციას მიიღებენ ჩვენი საქმიანობის შესახებ.

ცნობისთვის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტი 15 მილიონი ლარია,საიდანაც სტუდენტური თვითმართველობისთვის კანონმდებლობით, განკუთვნილია 1% -მდე. ამჟამად აწსუ -ში 11 000 სტუდენტი სწავლობს, საიდანაც რამდენიმე ათასს სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს. ანუ, აწსუ სტუდენტური თვითმართველობისთვის განკუთვნილი 150 000 ლარი ნაწილდება დანარჩენ რამდენიმე ათას ,,აქტიურ“ სტუდენტზე, სხვადასხვა ღონისძიებასა თუ პროექტზე.



თიკო ძოძუაშვილი


ნანახია: 1855-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, „სტუდენტური დღეები - 2013“ დაიწყო.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით მიმდინარე ,,სტუდენტური დღეები 2013''
სტუდენტებს რეგისტრაციის გავლა 24 ოქტომბრიდან შეეძლებათ
„სტუდენტური დღეების“ ეგიდით ჩატარებული სხვადასხვა სპორტულ, კულტურულ თუ ინტელექტუალურ შეჯიბრში გამარჯვებულებს სერთიფიკატები და
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი ხვალ იწყება. "ტოპნიუსის" ინფორმაციით,
სტუდენტური დღეების ფარგლებში დაგეგმილია პოეზიის საღამოების, ფოტოკონკურსის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენის, კულინარიული შეჯიბრისა

ამინდი