"ტორპედო"-ს მარცხის გამო ქალაქის მერიამ გუნდს მთავარი მწვრთნელი შეუცვალა
თარიღი : 5-10-2015, 21:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის "ტორპედო"-ს მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია მიხეილ აშვეთიამ შეცვალა. ქალაქის ხელმძღვანელობამ კლუბში საკადრო ცვლილების გატარების გადაწყვეტილება ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში, ქუთაისის ”ტორპედოს” ბოლოდროინდელი წარუმატებელი თამაშის გამო მიიღო.
როგორც ცნობილი ხდება, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გიორგი დარასელია ”ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი აღარაა. მას დროებით 37 წლის მიხეილ აშვეთია შეცვლის, რომელიც ბოლო მომენტამდე 15-წლამდელ ჭაბუკ "ტორპედოელებს" წვრთნიდა.
გიორგი დარასელიამ ”ტორპედო” მიმდინარე წლის იანვარში ჩაიბარა და მის სათავეში ზუსტად 9 თვე დაჰყო. გუნდმა მისი ხელმძღვანელობით 21 საჩემპიონატო (8 მოგება, 6 ფრე, 7 მარცხი, ბურთების შეფარდება 27:25) და 5 სათასო (3 მოგება, თითო ფრე და წაგება, ბურთები 8:3) მატჩი გამართა.
კლუბის დირექტორატი, ”ტორპედოს” თავკაცის პოსტზე უფრო გამოცდილი სპეციალისტის დაყოლიებას ცდილობს. დიდი ალბათობით იგი უცხოელი იქნება.