Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ცენტრალურ ბაღში ბიჭმა გოგო სცემა

თარიღი : 5-10-2015, 21:15 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ახალგაზრდა გოგონებს ქუთაისის ცენტრალური ბაღის ტერიტორიაზე გადაადგილებისას სიფრთხილისაკენ მოუწოდებენ.
Topnews.com.ge-ს დები-ნ.ფ და ა.ფ. დაუკავშირდნენ, რომლებმაც ბაღის ტერიტორიაზე მომხდარ შემთხვევაზე ისაუბრეს.

"ეს შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. მე და ჩემი და ცენტრალურ პარკში ვისხედით და ვსაუბრობდით. ჩვენთან დაახლოებით 20 წლის ბიჭი მოვიდა და გამოლაპარაკებას შეეცადა. როდესაც პარკი დავტოვეთ, ეს ბიჭი მის მეგობართან ერთად უკან გამოგვყვა და ჩემს დას ქუდი წაართვა. ჩემმა დამ რამდენიჯერმე სთხოვა მისთვის ქუდი დაებრუნებინა, თუმცა ამის მაგივრად ეს ბიჭი არასასიმოვნო სიტყვებით მიმართავდა. როდესაც თხოვნამ შედეგი არ გამოიღო, ჩემმა დამ ამ ბიჭს დაარტყა. ამ უკანასკნელმა ხელი ისე შემოუბრუნა, რომ ჩემი და ლამის წაიქცა. მე მისი დახმარება ვცადე. ამის შემდეგ ბიჭმა შეურაცხყოფა ორივეს მოგვაყენა. შემთხვევას 20 წლამდე ბიჭის გარდა, ამ ბიჭის მეგობარი და კიდევ რამდენიმე ადამიანი შეესწრო, თუმცა არავის არაფერი მოუმოქმედებია ჩვენს დასახმარებლად. ბაღის ტერიტორია იმისთვის არის, რომ ნებისმიერმა მოქალაქემ და მათ შორის ახალგაზრდებმა ისარგებლონ. გოგონებს მოვუწოდებ, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ, განსაკუთრებით საღამოს საათებში სეირნობისას, " - აცხადებს ა.ფ.


თამუნა სხულუხია


ნანახია: 2803-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ისტორია, რომლითაც ახალგაზრდა ბიჭი მისი დახმარების მსურველ ადამიანებს გაეცნო, გამოგონილი იყო.
როგორც ირკვევა, ყველაფერი იმ დროს დაიწყო, როდესაც 3 წლის ასაკში ის და მისი ძმა დედამ მიატოვა. ამის შემდეგ ისინი პანსიონატში
ეს ბიჭი იმსიმაღლეა ზემოდანაც გვაკვირდება
მანდატური იხსენებს, რომ სკოლაში, დერეფნის ბოლოს, საპირფარეშოსთან მოსწავლეების ჩოჩქოლი შენიშნა და მათთან მივიდა, სადაც მე-8

ამინდი