ქუთაისის საუკეთესო სამი სკოლა და მერისგან დაჯილდოვებული პედაგოგები

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. შეკრებილ პედაგოგებს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ პროფესიული დღე მიულოცა. დღესვე ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს. ქალაქის მერმა ჯილდო 74 პედაგოგს პირადად გადასცა. ასევე გამოვლინდა სამი საუკეთესო საჯარო სკოლა, რომელიც საატესტატო გამოცდების ჩაბარების რეიტინგში, პირველ სამეულშია. ესენია: ქუთაისის N 1 და N41 საჯარო სკოლები, ასევე კადეტთა ლიცეუმი. საღამო ახალგაზრდული თეატრალური დასის „მარჯანიშვილების“ სპექტაკლით დასრულდა.