მასწავლებელთა დღე ქუთაისში და ჯილდო ღვაწლმოსილ პედაგოგებს
თარიღი : 5-10-2015, 20:07 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის კულტურის სახლში მასწავლებელთა დღე აღნიშნეს. ქუთაისის მერიის ააიპ კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ღვაწლმოსილ პედაგოგებს დიპლომები და ფულადი ჯილდო გადასცა.
გაერთიანების მმართველის ელისო ქაროსანიძის თქმით, კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანება არსებობის მცირე, 4-წლიანი ისტორიის მიუხედავად, ქალაქისა და ქუთაისელი ახალგაზრდების ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს. მისივე თქმით, გაერთიანების 442 მასწავლებელი განათლებას 2 300-ზე მეტ მოსწავლეს აძლევს.
"ეს არის ის, რაც ამ ეტაპზე შეგვიძლია გავაკეთოთ. ფულადი ჯილდო 100 ლარის ოდენობით და დიპლომი 9 პედაგოგს გადაეცემა. ქედს ვიხრი პედაგოგების წინაშე," - განაცხადა ელისო ქაროსანიძემ.
დამსახურებულ პედაგოგებს დიპლომები ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ გადასცა.
ცნობისთვის, ააიპ კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანება სულ 15 ფილიალს აერთიანებს.