Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერმა საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

თარიღი : 5-10-2015, 18:47 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში პროექტის "ნარჩენების მართვის ინოვაციური მეთოდების დანერგვა საქართველოს, მოლდოვასა და სომხეთის შერჩეულ ქალაქებში" დასკვნითი შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა.
კონფერენცია ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გახსნა.
აღნიშნული პროექტი ქუთაისში 2013 წლიდან ევროკავშირის "შავი ზღვის აუზის 2007–2013 წწ. პროგრამის" მხარდაჭერით ხორციელდება.
მასში, როგორც პარტნიორი ორგანიზაციები, მონაწილეობენ ოთხი ქვეყნის წარმომადგენლები: ქ. ქუთაისის მერია, როგორც წამყვანი პარტნიორი; ქ. უნგენის მერია (მოლდოვა); ქ. არარატის მუნიციპალიტეტი (სომხეთი) და არასამთავრობო ორგანიზაციები: ქ. გალაცის ეკოკონსალტინგური ცენტრი (რუმინეთი), იმერეთის მხარის მეცნიერებათა კავშირი "სპექტრი" (საქართველო), მდგრადი განვითარების რეგიონული ცენტრი (მოლდოვა), ეკოლოგიური გადარჩენა (სომხეთი).
პროექტის მიზანია, შავი ზღვის აუზის ქვეყნებში გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის ამაღლება ნარჩენების მართვის საკითხებში ევროპული გამოცდილების გაზიარების გზით. პროექტის განხორციელების შედეგად ქუთაისში დაინერგა პლასტმასის ნარჩენების დახარისხებული შეგროვება, ამ მიზნით ქალაქის სხვადასხვა უბანში დაიდგა 100 ცალი სპეციალური ურნა.


ნანახია: 2009-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტის კოორდინატორის ქეთევან ცხაკაის თქმით, პროექტის მიზანია შავი ზღვის აუზის ქვეყნებში გარემოსა და მოსახლეობის ცხოვრების
პროექტის მიზანია ნარჩენების გატანა მოსახლეობის ჯანმრთელობის შერყევის გარეშე
ქუთაისის მერია ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს.
2015 წელს ნიკეას ნაგავსაყრელი თერჯოლაში გადავა

ამინდი