Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

9 ოქტომბრის ჩათვლით ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი

თარიღი : 5-10-2015, 12:47 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
9 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე წვიმიანი და ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის თქმით, დღეს ქვეყნის უმეტეს რაიონებში გამოიდარა, თუმცა ღამით ძლიერი წვიმა იყო კახეთში, კერძოდ, ლაგოდეხსა და ყვარელში.
დღეს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე წვიმა შენარჩუნდება და ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, ხვალ კი, ქვეყნის უმეტეს რაიონებში გამოიდარებს. 7-9 ოქტომბერს კი მთელს საქართველოში კვლავ იწვიმებს და არამდგრადი ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.
დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე წამში 10-15, ხოლო ზოგან 17-22 მეტრი იქნება.
ხვალ დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 28-30 გრადუსია მოსალოდნელი. 7-8 ოქტომბერს კი 22 გრადუსამდე დაეცემა, 9 ოქტომბერს - 18-23 გრადუსია მოსალოდნელი.
ხვალ, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს და 24 გრადუსი იქნება. 7-8 ოქტომბერს კი 23 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 9 ოქტომბერს ტემპერატურა 14-18 გრადუსის ფარგლებში იქნება.
სინოპტიკოსები, 10-11 ოქტომბერს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, გამოდარებას პროგნოზირებენ.

ipn.ge


ნანახია: 2135-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების პროგნოზი.
24-25 სექტემბერს, მაღალმთაში თოვლი ან თოვლჭყაპია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების პროგნოზი უახლოესი დღეებისათვის.
20 მარტამდე საქართველოში პერიოდულად წვიმიანი და არამდგრადი ამინდი იქნება.
25-26 ოქტომბერს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება.

ამინდი