რუსთავი 2-ის მხარდამჭერების სასამართლოზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს
თარიღი : 5-10-2015, 11:54 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში რუსთავი 2-ის მხარდამჭერებისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ. პროკურატურა სამი დაკავებულისათვის აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. სასამართლო სხდომაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო, რადგან ერთ-ერთი დაკავებულის, კახა გაბუნიას მამა ცუდად გახდა და მის დასახმარებლად ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.
შეგახსენებთ, რომ სამი პირი სამართალდაცავებმა რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისათვის პიჯაკის შემოხევის ბრალდებით დაააკავეს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და შიმშილობენ. მათ მხარდაჭერას ქუთაისის მერიის წინ, ასევე შიმშილობით 7 ადამიანი უცხადებს.