ქუთაისის საკრებულოს დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებას აფასებენ

თანამდებობრივი უფლებამოსილების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებას დეპუტატები აფასებენ.
"ლოგიკური და სწორია, რომ მისი მაღალი სტატუსიდან გამომდინარე, ხელი არ შეეშალოს გამოძიებას. დროებითია უფლებამოსილების შეჩერება. ალბათ მალე დასრულდება გამოძიება და გვეცოდინება, რა და როგორ მოხდა," - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ლატარია.
ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალი" წევრი გია უკლება თვლის, რომ სამართალდამცავებმა დროულად უნდა გამოიძიონ და გაარკვიონ რა მოხდა სინამდვილეში.
"როდესაც საქმე ეხება რომელიმე დეპუტატისათვის თითქოს პიჯაკის შემოხევას და სამართალდამცავები ასე ოპერატიულად მოქმედებენ, ჩემი მიმართვა იქნება მათ მიმართ, რომ დროულად გამოიძიონ მომხდარი, რათა წერტილი დაესვას სპეკულაციებს ნებისმიერი მხრიდან," -ამბობს გია უკლება.
"მე იმედენად კარგად ვიცნობ ბატონ დავითს და ის იმდენად გაწონასწორებულია, რომ წარმოუდგენელია მსგავსი რაიმე გაეკეთებინა. ალბათ ეს ყველაფერი ბლეფია," - ამბობს საკრებულოს წევრი მურმან გუბელაძე.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრი"-ს ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე აცხადებს, რომ ის დავით დვალმა მის მიმართ გაკეთებული მწვავე განცხადებების გამო სცემა. საკრებულოს თავმჯდომარემ დღევანდელ ბრიფინგზე ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს, ის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე უარს ამბობს.