"დავით დვალი არ არის ის ადამიანი, რომელმაც შეიძლება ვინმე უსამართლოდ დაჩაგროს ან ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენოს"

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალის განცხადებით, ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მან არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრ"-ს ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე სცემა, სიმართლეს არც შეესაბამება. ამის შესახებ დვალმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ვინც მე მიცნობს და საბედნიეროდ ამ ქალაქში ბევრი მიცნობს, იცის, რომ დვალი არ არის ის ადამიანი, რომელმაც შეიძლება ვინმე უსამართლოდ დაჩაგროს ან ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენოს. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანების დაცვას ეძღვნება. სულხან ქობულაძის განცხადება არის ტყუილი. ეს მის თავში დაიგეგმა თუ მავანთა პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება, მომავალში გამოჩნდება," - განაცხადა დვალმა.
მისივე თქმით, ის ითანამშრომლებს გამოძიებასთან, ხოლო გამოძიების დასრულებამდე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე უფლებამოსილებას დროებით იჩერებს.
"ვინაიდან არ გაჩნდეს კითხვები იმის გამო, რომ მე შეიძლება ზემოქმედება მოვახდინო პროცესზე, მივიღე გადაწყვეტილება და ვიჩერებ უფლებამოსილებას," - განაცხადა დვალმა.