ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ უფლებამოსილება შეიჩერა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა მის მიმართ არსებულ ბრალდებებს დღეს გაამრთულ ბრიფინგზე უპასუხა. დვალის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავსირებით, რომ მან არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრი"-ს ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე სცემა, ტყუილია. დავით დვალის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მავანთა პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება.
საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო გამოძიების პერიოდში მის მიმართ დამატებითი კითხვების თავიდან აცილების მიზნით, თანამდებობაზე უფლებამოსილების გამოძიების დასრულებამდე შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. დვალის თქმით, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას მისი მოადგილე, ნიკოლოზ ლატარია შეასრულებს.