საჩხერის ჩიხურამ ქუთაისის ტორპედო დაამარცხა
თარიღი : 5-10-2015, 00:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ანგარიშით 3-0 დასრულდა 4 ოქტომბერს, საჩხერის ივანწმინდას ცენტრალურ მოედანზე "ტორპედო"-სა და "ჩიხურა"-ს შეხვედრა. მასპინძლებიდან პირველი გოლი 40 წუთზე ლაშა კუჭუხიძემ გაიტანა. პირველი ტაიამი ექსესების გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმში მასპინძლებმა 2 გოლის გატანა შეძლეს "ტორპედო"-ს კარში. 57-ე წუთზე "ტორპედო"-ს კართან დანიშნული ჯარიმა ლაშა ჩიკვაიძემ გოლით დაასრულა. ბოლო, მესამე გოლი "ტორპედო"ს კარში თამაშის მიწურულს 90-ე წუთზე 21-ე ნომერმა სარდალიშვილმი გაიტანა. სულ მატჩის დროს ერთი წითელი და ერთი ყვითელი ბარათი დაფიქსირდა. მეორე ტაიმში მე-80 წუთზე ტორპედეოელი მე-11 ნომერი ლაშა შინდაგორიძე გააძევეს მოედნიდან. მეორე ტაიმში "ტორპედო"-მ მოხოდ ერთი ცვლილება გააკეთა, ხოლო "ჩიხურა"-მ 2- ჯერ შეცვალა მოთამაშეები. საბოლოოდ, "ტორპედო" 8 ქულით მეათე პოზიციას იკავებს ცხრილიში.