Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ყველაზე გავრცელებული გვარები საქართველოში

თარიღი : 4-10-2015, 23:19 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე გავრცელებული გვარი კვლავაც ბერიძეა, მას მოსდევს მამედოვი, მესამე ადგილზე კი თავისი მრავალრიცხოვნობით გვარად კაპანაძეები არიან. ზისტად როგორ გამოიყურება ყველაზე გავრცელებული გვარების ათეული და ამ გვარების რამდენი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში იხილეთ ინფოგრაფიკაზე.

http://topnews.com.ge/photo/news/20151004231708.png


ეს, რაც შეეხება საქართველოს, მაგრამ რომელია მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული გვარი?

1. ლი - ამ გვარს 100 მილიონზე მეტი ადამიანი ატარებს, იგი გავრცელებულია ჩინეთში, ვიეტნამსა და კორეაში.

2. ვანი - ამ გვარის 94 მილიონი წარმომადგენელი ცხოვრობს კორეაში, ჩინეთში, იაპონიასა და ვიეტნამში.
ვანი ჩინურად მეფეს ნიშნავს.

3. გარსია - 10 მილიონი. ესპანეთში მოსახლეობის 4 პროცენტი გვარად გარსიაა. ამ გვარის ხალხი ცხოვრობს კუბაზე, ესპანეთში, ფილიპინებზე, აშშ-სა და მექსიკაში.

4. გონსალესი - 10 მილიონი. ესპანეთში ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გვარია, ასევე ფართოდაა გავრცელებული არგენტინაში, ჩილეში, ვენესუელასა და პარაგვაიში.

5. სმიტი - ამ ინგლისური გვარის 4 მილიონზე მეტი წარმომადგენელი დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, მხოლოდ აშშ-ში 3 მილიონი სმიტია.

6. სმირნოვი - 2,5 მილიონი. სტატისტიკით, იგი ყველაზე გავრცელებული გვარია რუსეთში.

7. მიულერი - 1 მილიონი მიულერი, რაც გერმანულად მეწისქვილეს ნიშნავს, გერმანიაში, შვეიცარიასა და ავსტრიაში ცხოვრობს.

kvirispalitra.ge


ნანახია: 5779-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში მარიამი ქალის ერთ-ერთი
100 წელს გადაცილებული ადამიანები საქართველოს ყველა რეგიონში ცხოვრობენ.
2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საარსებო შემწეობას კი საქართველოს მასშტაბით 418 351 ადამიანი იღებს, რაც მთლიანი
ახალშობილთა ყველაზე გავრცელებული სახელები გიორგი და მარიამია
საქართველოდან ემიგრაციაში ყველაზე მეტი–35,2 ათასი ადამიანი 2000 წელს წავიდა. 
საქართველოს მოსახლეობის 12,2% სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობს. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის

ამინდი