Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ტერორისტებს შორის ერთ-ერთი ქართველია

თარიღი : 4-10-2015, 17:59 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ვინ არიან მსოფლიოში ყველაზე ძებნილი ისლამური სახელმწიფოს ტერორისტები?
აბუ ბაკრ ალ-ბაგდადი ISIL-ის (ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო) ლიდერია, რომელიც 1971 წელს ერაყში დაიბადა.
მასზე ჯილდო 10 მილიონი დოლარია დაწესებული.

აბდ ალ-რაჰმან მუსტაფა ალ-ქადული, ISIL-ის ლიდერის თანაშემწე - ჯილდო 7 მილიონი დოლარი. დაბადებულია ასევე ერაყში.

აბუ მოჰამედ ალ-ადნანი, ISIL-ის ოფიციალური წარმომადგენელი. დაბადებული 1977 წელს სირიაში. მის დაჭერაზე ჯილდო 5 მილიონი დოლარია.

თარხან თეიმურაზის ძე ბათირაშვილი ISIL-ის საველე მეთაური, დაბადებული 1986 წლის 2 იანვარს საქართველოში, ქალაქ ახმეტაში. მასზე ჯილდო 5 მილიონი დოლარია.

აღსანიშნავია, რომ
ბათირაშვილის ოჯახის წევრები დღესაც სოფელ ბირკიანში ცხოვრობენ. მამა ქრისტიანი ჰყავს. თარხანი ისევე, როგორც ხეობის ბევრი სხვა ახალგაზრდა, სიდუხჭირეში გაიზარდა... მოგვიანებით გადაწყვიტა სამხედრო საქმის შესწავლა და ამისთვის ქართულ არმიაშიც მსახურობდა. მონაწილეობა აქვს მიღებული აგვისტოს ომშიც. როგორც სამხედრო წრეებში აცხადებენ, შეიძლება წარმატებული კარიერა ჰქონოდა, რომ ერთ დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო (როგორც ამბობენ, ტუბერკულოზი აღმოაჩნდა) ჯარიდან არ დაეთხოვათ.

2010 წელს ის იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის დააკავეს. ციხეში ორი წელი გაატარა, გათავისუფლების შემდეგ შემდეგ კი ე.წ. "კავკასიის ემირატის" მებრძოლებს შეუერთდა და დოკუ უმაროვის მოწოდებით აღმოჩნდა სირიაში, ამბოხებულების მხარეს, უკვე აბუ ომარ ალ ჩეჩენის სახელით (არაბულად შიშანი).

ambebi.ge


ნანახია: 1897-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 9 თვეში ქვეყანაში 6, 676 მლრდ აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა.
მშენებლობა, რომლის ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია 2017 წელს დასრულდება.
1 ივლისიდან საქართველოში პენსია 20 ლარით – 180 ლარამდე გაიზარდა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემები.
აქცია-ღონისძიებაზე, რომელსაც RICDOG-ი უკვე მე-7 წელია მართავს, ორგანიზაციის წევრებმა საზოგადოებას გარემოზე ზრუნვისაკენ მოუწოდეს.
გასულ წელს თუ 11 ააიპის ადმინისტრაციის შენახვა ბიუჯეტს 6 მილიონი უჯდებოდა, მინდინარე წელს ხარჯები მილიონი ლარით გაიზარდა.

ამინდი