ქუთაისის ვიცე-მერს მერის მოვალეობის შესრულების უფლება მის დაუკითხავად ჩამოართვეს
თარიღი : 1-10-2013, 20:18 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერის მოვალეობის ყოფილი შემსრულებლის კოტე ლომიძისათვის უცნობია, აღნიშნულ თანამდებობაზე მისი ერთ-ერთი ვიცე-მერით, თენგო თოფურიძით ჩანაცვლების მიზეზები.
„თვითონ საკრებულოს თავმჯდომარეს დაუსვით ეს შეკითხვა. ეს მათი პრეროგატივაა. მე რამდენიმე დღით თბილისში ვაპირებდი წასვლას და ალბათ ეს მიიღეს ერთ-ერთ გარემოებად. ჩვენ ერთი გუნდი ვართ. გინდა მე ვყოფილიყავი და გინდა თოფურიძე,“ - ამბობს კოტე ლომიძე.
ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის განკარგულებით, მერის მოვალეობის შემსრულებელი 30 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით თენგო თოფურიძე იქნება. აღნიშნულის მიზეზად თოფურიძემ კოტე ლომიძის მიერ კონკურსში მონაწილეობა დაასახელა.
„კონკურსში მე უკვე ვმონაწილეობდი. შესაბამისად, არა ვიცე-მერის მოვალეობის შემსრულებელი, არამედ ვიცე-მერი ვარ. ხოლო თუ მერის შესარჩევი კონკურსი იქნება და მე დავინახავ, რომ ამ ქალაქისათვის რაიმეს ვაკეთებ, მონაწილეობას მივიღებ. მარტო ის ხომ არ არის თანამდებობაზე დაინიშნო,“ - ამბობს კოტე ლომიძე.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ტოპნიუსმა საკრებულოს თავმჯდომარესთან, თამაზ მარგველაშვილთან დაკავშირება სცადა, თუმცა ის ამ დროისათვის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.