იზოლატორში მყოფი რუსთავი 2-ის მხარდამჭერები დუმილის უფლებას იყენებენ
თარიღი : 4-10-2015, 13:28 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

რუსთავის 2-ის მხარდამჭერ აქციაზე უმრავლესობის დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისათვის პიჯაკის შემოხევის ფაქტზე დაკავებული სამი პირი შიმშილობას აგრძელებს და წაყენებულ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
როგორც Topnews.com.ge-ს დაკავებულების ადვოკატმა ელისო დათუსანმა განუცხადა, დაკავებულებმა მშრალი შიმშილობა გამოაცხადეს და წყლის მიღებაზეც უარს აცხადებენ. რაც შეეხება მათთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს, აღნიშნული ამ დროისათვის უცნობია.
დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ პირებს მხარდაჭერას ქუთაისის მერიასთან შიმშილობით უცხადებენ "ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი ზონი"-ს წარმომადგენლები. "ნაციონალები"-ს ქუთაისის ოფისის საორგანიზაციო მდივნის კოტე რატიანის განცხადებით, მოშიმშილეების მიერ შიმშილობის შეწყვეტა იმაზეა დამოკიდებული, დაკავებულებთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
"ჯერჯერობით ხუთი ადამიანი არის მოშიმშილე. ხალხი მოდის, მადლობას გვეუბნება და გვლოცავს," - ამბობს კოტე რატიანი.