Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მე რომ ქუთაისის მერი ვიყო," - ქეთი ჭიღლაძე

თარიღი : 4-10-2015, 10:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას სახელწოდებით: "მე რომ ქუთაისის მერი ვიყო". აღნიშნულ რუბრიკაში მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იღებენ, რომლებიც ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვებს და გეგმებს გაგვაცნობენ. რუბრიკის მორიგი სტუმარი ქუთაისის მკვიდრი ქეთი და ერთ-ერთი აქტიური მოქალაქე ქეთი ჭიღლაძეა.

"რას გავაკეთებდი, მე რომ ქუთაისის მერი ვიყო?. მართალი გითხრათ, დამაბნია ამ კითხვამ. მთელი 3 დღე ვფიქრობ. ძალიან გამიჭირდა იმაზე ფიქრი, თუ რას გავაკეთებდი. მართლაც ძნელია ყოფილა ,,ქალაქის მერობა", ამ სტასუსის მორგება".

ამ ქალაქში მართლც ბევრი რამე გაკეთდა, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბვვრია.

მე ვარ შეზღუდული შესაძებლობების მქონე პირი, გადავაადგილდები ეტლით. ამ ქალაქში ცხოვრება მართლაც ძნელია. არა ადაპტირებული გარემოს გამო. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში ქუთაისი სიდიდით მეორე ქალაქია. ამ ქალაქში არ დადის ადაპტირებული ტრანსპორტი, ავტობუსი, მიკრო ავტობუსი, ტაქსი, რასაც 15 წელია ვითხოვთ, რათა მე, როგორც შშმ პირს ადვილად და რაც მთავარია, დამოუკიდებლად გადაადგილება შემეძლოს.

მე რომ ქალაქის მერი ვიყო, პირველ რიგში ვისურვებდი ბიუჯეტის გაათმაგებას, რადგან ქალაქს ბევრი პრობლემა აქვს. ქალაქში ჩამოვიყვანდი ადაპტირებულ ტრანსპორტს და მოვაწყობდი ადაპტირებულ გაჩერებებს. ქალაქის თითქმის ყველა უბანში ასევე მოვაწყობდი ადაპტირებულ სკვერებს, სადაც დავდგამდი სპორტულ ტრენაჟორებს ახაგაზრდებისთვის. უმაღლეს სასწავლებლებში აუცილებლად გავაკეთებდი უნივერსალური დიზაინით ადაპტირებას.

მინდა ჩემს ქალაქში გვქონდეს ევროპული სტანდარტებით სარეაბლილიტაციო ცენტრი, სადაც იმერეთის რეგიონის ყველა კუთხიდან ჩამოვლიან შ.შ.მ.პირები სამკურნალოდ. ასევე, მინდა ქალაქში იყოს ადაპტირებული თეატრი, ბიბლიოთეკა, საცურაო აუზი.

სხვადასხვა საჯარო და კერძო დაწესებულებაში დავასაქმებდი თუნდაც ერთ შშმ პირს და მას აქტიურად ჩავრთავდი სხვადასხვა ღონისძიებაში. აქ შევწყვეტ ქალაქის მერის რანგში ჩემი იდეების პრეზენტაციას. ამ ეტაპზე მეტს ვერ გავაკეთებდი, რადგან ქალაქის ბიუჯეტი არ გამიშვებდა. არა, მართლაც ძნელია იყო ამხელა ქალაქის მეთაური.ბატონ შოთას ვუსურვებ ჯანმრთელობას, დიდ ბიუჯეტს და სულის სიმხნევეს," - ამბობს ქეთი ჭიღლაძე.

თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ სააგენტოს ელექტრონულ მისამართზე topnewscomge@gmail.com -ზე თქვენი სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და პროფესია. რუბრიკის სტუმრის მოსაზრებები საიტზე ეტაპობრივად ყოველ კვირას განთავსდება.


ნანახია: 2693-ჯერ

მსგავსი სიახლეები
]თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ
აღნიშნული რუბრიკაში მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მიიღებენ, რომლებიც ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარ
თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ
თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ
თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ
თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ

ამინდი