Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოს 2016 წლის ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 8 225.0 მლნ ლარით განისაზღვრა

თარიღი : 3-10-2015, 22:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს 2016 წლის ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 8 225.0 მლნ ლარით განისაზღვრა.

ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 7 780.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 23%-ს შეადგენს.

ამასთან აღსანიშნავია, რომ საბიუჯეტო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად საშემოსავლო გადასახადის მთელი რიგი სახეობებიდან მიღებული შემოსავლები 2016 წლიდან მიიმართება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში (დაახლოებით 300,0 მლნ ლარი); გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებლები ცალკეული გადასახადების სახეების მიხედვით შემდეგია:

საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 033.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 6.0 პროცენტს შეადგენს;
მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 955.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 2.8 პროცენტია;
დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 3 772.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 11.2 პროცენტს შეადგენს;
აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 922.0 მლნ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 2.7 პროცენტს შეადგენს;
იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 73.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 0.2 პროცენტს შეადგენს;

სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 25.0 მლნ ლარით.

2016 წლისთვის გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 255.0 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო გრანტები 125.0 მლნ ლარი, ხოლო საინვესტიციო (ხარჯზე მიბმული) გრანტები 130.0 მლნ ლარი;

2016 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრულია 320.0 მლნ ლარის ოდენობით.

წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით 2015 წელს მისაღები შემოსულობების, ისევე როგორც გადასახდელების მთლიანი მაჩვენებელი განსაზღვრულია 9 920.0 მლნ ლარის ოდენობით, რისი გათვალისწინებითაც სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული თავისუფალი ნაშთი დარჩება უცვლელი.

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 9 920.0 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 9 110.0 მლნ ლარს, გრანტები 130.0 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები 680.0 მლნ ლარს.
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა შეადგენს 8 373.2 მლნ ლარს, მათ შორის:
შრომის ანაზღაურება – 1 438.7 მლნ ლარი – აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ასიგნებები გაზრდილია 57,3 მლნ ლარით.

წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ასიგნებები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით შემდეგნაირად არის გადანაწილებული:

ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 3 070,0 მლნ ლარს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 30.9%). აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:
სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის – 2 183,0 ათასი ლარი. აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სოციალური ხარჯების დაფინანსება;

ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის – 799,5 მლნ ლარი;
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვისათვის – 32,0 მლნ ლარი;
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 975,2 მლნ ლარი, მათ შორის:

ზოგადი განათლების დასაფინანსებლად – 572,9 მლნ ლარი, ითვალისწინებს სკოლის პედაგოგთა ხელფასების მატებას (2015 წლის სექტემბრიდან საბაზო ხელფასი გაიზარდა 305 ლარიდან 355 ლარამდე, ხოლო 2016 წლის აპრილიდან გაიზრდება 405 ლარამდე), ასევე ითვალისწინებს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონით მაღალმთიან რეგიონებში მომუშავე პედაგოგებისათვის გათვალისწინებული დანამატების დასაფინანსებლად საჭირო ხარჯებს;

პროფესიული განათლების დასაფინანსებლად – 36,0 მლნ ლარამდე;
უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამების დასაფინანსებლად – 174,0 მლნ ლარამდე;
საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის – 94,4 მლნ ლარზე მეტი;
სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 281,4 მლნ ლარი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 950,0 მლნ ლარი;

თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 670,0 მლნ ლარი;
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 595,0 მლნ ლარი; ხოლო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება (შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო 2015 წლის 1 აგვისტოდან) 95.0 მლნ ლარით.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 153,0 მლნ ლარი;
ენერგეტიკის სამინისტროსათვის გამოყოფილია 135,0 მლნ ლარი (მშ. გაზიფიცირება 20,0 მლნ ლარი);
ეკონომიკის სამინისტროსათვის გამოყოფილია 85,0 მლნ ლარი, (მშ. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 20,0 მლნ ლარი);

საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 100,0 მლნ ლარი;
კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 95,0 მლნ ლარი;
იუსტიციის სამინისტროსთვის გამოყოფილია 68,5 მლნ ლარი;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროსთვის გამოყოფილია 70,0 მლნ ლარი;
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 75,0 მლნ ლარი;
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 40,7 მლნ ლარი;
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 90,0 მლნ ლარს;

სხვა მხარჯავი დაწესებულებების დაფინანსების მოცულობები, უმეტეს შემთხვევაში შენარჩუნებულია მიმდინარე წლის დონეზე;

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამისათვის ჯამში გათვალისწინებულია 280,0 მლნ ლარი; ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების თანახმად მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდისათვის გათვალისწინებულია 20.0 მლნ ლარი;
მთავრობის სარეზერვო ფონდი 50 მლნ ლარით, ხოლო პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 5 მლნ ლარით განისაზღვრა.
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა შეადგენს 620.0 მლნ ლარს. აღსანიშნავია რომ 2016 წლიდან, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში მიიმართება საშემოსავლო გადასახადის ზოგიერთი სახე, რაც ჯამურად შეადგენს დაახლოებით 300.0 მლნ ლარს, რისი გათვალისწინებითაც მუნიციპალიტეტების დაფინანსება (ტრანსფერი და საშემოსავლო გადასახადი) იქნება 920,0 მლნ ლარზე მეტი.

commersant.ge


ნანახია: 1070-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბიუჯეტის პროექტით ყველაზე მეტი დაფინანსება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების, ასევე, სოფლის
ქუთაისის საკრებულო ქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს.
ბიუჯეტიდან ყველაზე მეტად დაფინანსება ჯანდაცვის სამინისტროს ეზრდება. ის დაახლოებით 2 მილიარდ 700 მილიონ ლარს შეადგენს, რაც
20 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე პერიოდში გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოგვიანებით გაასაჯაროებს.
იმერეთის მხარეში 12 მუნიციპალიტეტია, სადაც ბიუჯეტის ხარჯებში შრომის ანაზღაურების მოცულობის პროცენტული მაჩვენებლით ბაღდათისა და

ამინდი