"ქუთაისი არა არის ბიძინას ზოოპარკი, სადაც ყველა ცხოველს ყველაფერი ეპატიება"
თარიღი : 3-10-2015, 20:49 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

არასამთვრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-ს დორექტორი გია გოქაძე ქუთაისში მოქმედი კიდევ ერთი არასამთავრობოს თავმჯდომარის, სულხან ქობულაძის ცემის ფაქტს ეხმიანება.
გოქაძე ამბობს, რომ გამოხატვის თავისუფლებისთვის ადამიანების ცემა "ქართული ოცნები"-ს ხელისულეფლების მონაპოვარია.
"მძაფრსიუჟეტიანი დრამა ჰოლივუდის მსახიობთა მონაწილეობითაა საინტერესო კინო ეკრანებზე და არა მაღალჩინოსნების მონაწილეობით ქუთაისის ცენტრში-
ეს რეალობა მოიტანა "ოცნება"-მ სამი წლის თავზე საქართველოში, სადაც შესაძლებელია კრიტიკული მოსაზრების გამო გაიტაცონ ადამიანები ქუჩიდან, სცემონ და მიაგდონ ბედის ანაბარა.
წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერის სულხან ქობულაძის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება, რომელიც ერთ–ერთ არასამთავრობოს წარმოადგენს, გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ ამ ქალაქში ივანიშვილის კურსის მიმართ ლოიალურობა არის თვითგადარჩენის ერთადერთი გზა და ოდნავ კრიტიკული მოსაზრებაც დასჯადი.
ეს დამოკიდებულება აქვე უნდა დასრულდეს!
ქუთაისის საკრებულომ უნდა მოითხოვოს რიგგარეშე სხდომის ჩატარება და თანამდებობები დაატოვებინოს სამარცხვინო თავმჯდომარე დვალს და მის მოადგილე ყანჩელს.
თავის მხრივ ამ ადამიანებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულოს დატოვების შესახებ.
ქუთაისი არა არის ბიძინას ზოოპარკი სადაც ყველა ცხოველს ყველაფერი ეპატიება!," - წერს გოქაძე.
ცნობისთვის, სულხან ქობულაძე მის ცემაში ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დვალსა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ბექა ყანჩელს ადანაშაულებს.