"სამი კაცი პირდაპირ შუბლში მირტყამდა გამეტებით,"- სულხან ქობულძე ცემის დეტალებს იხსენებს

არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრი"-ს ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე მისი ცემის დეტალებს იხსენებს. ქობულაძე ამბობს, რომ მისი ცემა იმ სტატუსს უკავშირდება, რომლითაც ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დვალს "ყვარყვარე" უწოდა.
"პირველ ოქტომბერს დამირეკა საკრებულოს თავმჯდომრემ და შეხვედრა მთხოვა. ტელეკომპანია "რიონი"-ს წინ შევთანხმდით შეხვედრაზე. მძღოლით მოვიდა. მის მანქანაში დავჯექი და იქ მისი მოადგილე ბექა ყანჩელი დამხვდა. ამის შემდეგ გავიარეთ 50 მეტრი და მან დედა შემაგინა. მეც შევაგინე. ამის შემდეგ რუსთაველის ქუჩა რომ სრულდება და ლუდის ახალი მაღაზია არის, იქ შეაჩერეს და იქ დამიწყეს რტყმევა. პირდაპირ ქუჩაში მირტყამდნენ. სამი კაცი მირტყამდა პირდაპირ შუბლში, გამეტებით. გააჩერებდნენ მანქანას და მირტყამდნენ. დაახლოებით ერთი საათი მთელი ქალაქი მატარეს და მირტყამდნენ. შემდეგ ჩამომსვეს ნინოშვილს ბაზართან. ჩემი ცემის მიზეზი იყო ის, რომ მე ყვარყვარე ვუწოდე საკრებულოს თავმჯდომარეს. ამან გააძიზიანა. მათ აღიზიანებთ ჩემი სტატუსები. მითხრეს, რომ ჩემი პრესკონფერენციები არის ბოზური და არაკაცური. ახლა სახლში ვწევარ. ტვინის შერყევა მაქვს და როგორც კი წამოვდგები, ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვან ამ ყველაფერს," -ამბობს ქობულაძე.
აღსანიშნავია, რომ შემთხვევას მასში მონაწილე პირების გარდა, სხვა თვითმხილველი არ ჰყავს.
სულხან ქობულაძის ცემის ფაქტზე შსს-ში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ქუთაისის საკრებულოს პრესსამსახურში კი ინფორმაციას არ ადასტურებენ და მიზანმიმართულ პროვოკაციაზე საუბრობენ.