ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი სცემეს?

ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოეიბრივი ინტერესების დაცვის ცენტრი"-ს ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე სცემეს. ინფორმაცია ამის შესახებ Topnews.com.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ცემის ფაქტთან დაკავშირებით ქობულაძემ სამართალდამცავებს რამდენიმე დღის წინ მიმართა.
"მე ზუსტად არაფერი ვიცი. მე მგონი პირველ ოქტომბერს მოხდა. ეხლა წოლითი რეჟიმი აქვს ექიმისგან დანიშნული," - ამბობს სულხან ქობულაძის შვილი ნანუკა ქობულაძე, თავად ქობულაძე კი ამ დროისათვის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.