Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის

თარიღი : 3-10-2015, 15:52 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ე.წ. ნარუშილოვკების გამო შემქნილი უხერხულობის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

ბიძინა ივანიშვილმა ტელევიზიით გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით, რომელიც ე.წ. "ნარუშილოვკებს" ეხებოდა, განცხადება გაავრცელა.

"გუშინ ტელევიზიით გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს მოქალაქე, რომელიც, ე.წ. "ნარუშილოვკის" პატრულისთვის ჩვენებით, ცდილობს, პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებას. რამდენადაც ვიცი, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და იმედი მაქვს, რომ ყველა კანონდამრღვევი სათანადოდ დაისჯება, მაგრამ, მინდა ვისარგელო შემთხვევით, და, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს მოქალაქე ჩემი ნათესავი, საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო ჩემი პოზიცია მსგავს მოვლენეთან დაკავშირებით", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი უკანონო პროვილეგიების გამოყენება.

"ამგვარი რამ დაუშვებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში და უკიდურესად სამარცხვინო საქციელია, როგორც პრივილეგიის გამომყენებლის, ისე პრივილეგიის მიმნიჭებლის მხრიდან. მე ყოველთვის მკვეთრი ზღვარს ვავლებ ნათესაურ ურთიერთობებსა და იმ ვალდებულებებს შორის, რასაც სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა გვაკისრებს და ამასვე მოვითხოვ სხვებისგანაც", - აცხადებს ივანიშვილი.

მისივე განმარტებით, ვინმეს ნათესაობა არ შეიძლება, რაიმე პრივილეგიას წარმოადგენდეს, ისევე როგორც, პრივილეგია არ შეიძლება იყოს ვინმეს ნათესავებთან მეგობრობა. თუ რომელიმე სახელმწიფო მოხელე, მლიქვნელობისა თუ რაიმე სხვა მიზეზით, კანონის გვერდის ავლას შეეცდება, საზოგადოებამ მას მკაცრად უნდა მოვთხოვოთ პასუხი.

"ჩვენ დიდხანს ვიცხოვრეთ ავტორიტარულ სახელმწიფოში, სადაც მიღებული იყო უპირატესობის მოპოვება უკანონო პრივილეგიებით. დემოკრატიის მშენებლობა, პირველ რიგში, სწორედ ამ მავნე სენისგან გათავისუფლებას გულისხმობს და წინ უნდა აღვუდგეთ ამ მანკიერების ნებისმიერ გამოვლინებას. მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, თუ ამ მხრივ, თუნდაც ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რაიმე უხერხულობა შეიქმნა; კანონის წინაშე თანასწორობა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა და საზოგადოების თითოეულ წევრთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ ამ ღირებულების შეუქცევადად დამკვიდრებისთვის", - აცხადებს ივანიშვილი.


ნანახია: 2182-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ყველაფერს მიმოვიხილავ და შეგიძლიათ გაეცნოთ ყველა პოზიციას, რაც გაინტერესებთ'
ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდურ და ონლაინმედიასაშუალებებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ახალი პრემიერ–მინისტრის ვინაობა ცნობილია. აღნიშნულ თანამდებობაზე მოქმედმა პრემიერმა ივანიშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ძალიან ძნელია საზოგადოებას აუხსნა ის პრინციპული გარდაქმნები რაც მოხდა.

ამინდი