Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"საქართველოს ბანკი" სტუდენტებს ატყუებს?

თარიღი : 3-10-2015, 13:58 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მარი ხიზანეიშვილმა უნივერსიტეტი ორი წლის წინ დაამთავრა. უნივერსიტეტში სწავლის განმავლობაში “საქართველოს ბანკის” მიერ დაწესებული საშეღავათო სამგზავრო ბარათით სარგებლობდა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სამგზავრო ბარათი ავტომატურად გაუუქმდა. თუმცა, საქართველოს ბანკში მისულმა შემთხვევით აღმოაჩინა, რომ მის ანგარიშზე 50 ლარის ოდენობის დავალიანება ირიცხებოდა. როგორც ბანკში აუხსნეს, ჩართული ჰქონდა სმს მომსახურება და ინტერნეტ ბანკი, რომელიც უფასო აქციით სტუდენტური ბარათის აღებისთანავე ავტომატურად ირთვებოდა.

“საქართველოს ბანკში” ანაბარი უნდა გამეხსნა, ბარათის დამზადებისას ჩემს მონაცემებში აღმოჩნდა, რომ ჩართული მქონდა სმს და ინტერნეტ ბანკი ისე, რომ ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. რა თქმა უნდა, ჩემს ანგარიშზე არსებული დავალიანება გავაპროტესტე, მაგრამ ბანკში მშვიდი სახით ამიხსნეს, რომ ეს იყო უფასო აქცია და ყველა სტუდენტს სამგზავრო ბარათის აღებისთნავე სმს მომსახურება და ინტერნეტ ბანკი ავტომატურად ერთვება. მაგრამ ჩემთვის არავის უკითხავს, მინდოდა თუ არა ამ მომსახურების ჩართვა. სტუდენტის სტატუსის გაუქმების შემდეგ კი უფასოდ ჩართული სმს მომსახურება და ინტერნეტ ბანკი ფასიანი ხდება – გადასახადი თვეში 2 ლარს შეადგენს. ბარათს ვადა გაუვიდა და აღარ იყო მოქმედი, თუმცა ანგარიშის ნომერი კვლავ აქტიური იყო. ამ წლების განმავლობაში სმს და ინტერნეტ ბანკით არასოდეს მისარგებლია. დავალიანება ყოველთვიურად იზრდებოდა, იძულებული გავხდი ჩემს ანგარიშზე არსებული დავალიანება დამეფარა. დავალიანების გადახდის შემდეგ ანგარიშის ნომრის დახურვა მოვითხოვე. ბანკში დამარწმუნეს, რომ ანგარიშის ნომერი დახურული იყო. მეც დარწმუნებული ვიყავი, რომ “საქართველოს ბანკში” დავალიანება ღარ მქონდა. ცოტა ხნის წინ ხელფასი “საქართველოს ბანკში” დამერიცხა, ბანკმა 14 ლარი ჩამომაჭრა ანგარიშიდან. ბანკში რომ მივედი აღმოჩნდა, რომ ანგარიშის ნომერი ისევ მოქმედი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშის ნომრის დახურვა მოვითხოვე”– ამბობს მარი ხიზანეიშვილი.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით “საქართველოს ბანკში” განმარტავენ, რომ თუ მომხმარებელმა დროულად არ გააუქმა ანგარიში, მას საკომისიო დაერიცხება.
“მომხმარებელმა ანგარიშის გაუქმების მოთხოვნით უნდა მიმართოს ბანკს, ბანკს არ აქვს უფლება თავის ინიციატივით გააუქმოს ანაგარიშის ნომერი. ცხადია სანამ ანგარიში მოქმედია, მასზე ირიცხება ანგარიშის მომსახურების საკომისიო. რაც შეეხება სტუდენტურ ბარათს, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტისა და ბარათის ვადის გასვლის შემდეგ, ბანკში სტუდენტის მიერ დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე იგზავნება სმს შეტყობინება, რომ ბარათს გაუვიდა ვადა და, შესაბამისად, მომსახურება სტანდარტული ტარიფებით გრძელდება” – განაცხადეს “საქართველოს ბანკში”.

bpn.ge


ნანახია: 3334-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მას ე.წ. მეცამეტე ხელფასსაც ეძახიან. ამ პროდუქტით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ მომხმარებლებს, რომლებსაც ხელფასი ბანკში
7 წლის გიორგი მშვილდაძე  3 წელია გაურკვეველი ეტიოლოგიის დაავადებით იტანჯება. 
ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი დოლარის ღირებულებამ 2.68 ლარს მიაღწია.
ქუთაისში თაბუკაშვილის ქუჩაზე, საქართველოს ბანკში დაჭრილ ახალგაზრდას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
მოშიმშილე ოთარ ხმელიძე ამბობს, რომ ბანკიდან სესხის სახით 17 500 ლარი ჰქონდა გამოტანილი, რომელსაც პირნათლად იხდიდა.

ამინდი