ქუთაისის მერიამ ახალგაზრდებისთვის ბაკურიანში საშემოდგომო ბანაკი მოაწყო
თარიღი : 3-10-2015, 13:43 | კატეგორია: ახალი ამბები

ბაკურიანში, ქუთაისის მერიის ხალგაზრდობის საქმეთა განყოფილების პროექტის- ,,ახალგაზრდული ბანაკი 2015“-ის საშემოდგომო სკოლის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ბანაკში 18 წლიდან 25 წლამდე ასაკის 50-მდე ახალგაზრდა იმყოფება, რომელებიც შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებში არიან ჩართული. ახალგაზრდებისთვის ტარდება თემატური ტრენინგები პროექტების წერაზე, მოხალისეობაზე, საოქალაქო აქტივობაზე, ადვოკატირებასა და სოციალურ მედიაზე.
,,ახალგაზრდული ბანაკი 2015“-ის საშემოდგომო სკოლის პირველი ნაკადი 6 დღიანი იყო და 2 ოქტომბერს დასრულდა. მიმდინარე ბანაკი კი 8 ოქტომბერს დაიხურება.
,,ახალგაზრდული ბანაკი 2015“-ის საშემოდგომო სკოლის პირველი ნაკადი 6 დღიანი იყო და 2 ოქტომბერს დასრულდა. მიმდინარე ბანაკი კი 8 ოქტომბერს დაიხურება.