Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ახალი ბაღი და რეაბილიტირებული გზა ხარაგაულის სოფლებში

თარიღი : 3-10-2015, 10:40 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ხარაგაულის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა მუნიციპალიტეტში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები გახსნეს.

ხარაგაულის რაიონში ორი სოფლის დამაკავშირებელ გზას სრული რეაბილიტიცია ჩაუტარდა. კიცხი–ხიდარის 3.4 კმ–იანი მონაკვეთის მშენებლობისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 672 056 ლარი გამოიყო. აღნიშნული გზის მონაკვეთი ამ დრომდე მოუწესრიგებელი იყო. რეაბილიტაციის შემდეგ კი ადგილობრივებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება ასევე, შემცირდება მგზავრობის დრო და ხარჯები.

დღესვე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარში ახალი საბავშვო ბაღი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. სოფელში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ წელს პირველად დაიწყო ფუნქციონირება. ბაღი 25 ბავშვზეა გათვლილი და მასში 10–ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული. განხორციელებელი სამუშაოებისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 101 661 ლარი დაიხარჯა. ხარაგაულში ბოლო ორი წლის განმავლობაში 8 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აშენდა, წლის ბოლომდე კიდევ 2 ბაღის გახსნა იგეგმება.


ნანახია: 2055-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რეაბილიტაცია 166 ათასი ლარით რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა. საბავშვო ბაღი 80 აღსაზრდელზეა გათვლილი და მასში 19
საჩხერის მუნიციპალიტეტში სულ 16 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. წლის ბოლომდე რაიონში კიდევ სამი ახალი სკოლამდელი აღზრდის
მიმდინარე წელს რეგიონში ათობით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებასათვის სრული რეაბილიტაციის ჩატარება, ხოლო 23 ახალი ბაღის
ლეღვანის საბავშვო ბაღის მშენებლობა რეგიონული განვითარების ფონდმა 11 000 ლარით დააფინანსა.
ერთი სკოლამდელი დაწესებულება 50 ბავშვზეა გათვლილი.

ამინდი