Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

აკაკი ბობოხიძე: პირველ ოქტომბერს ქვეყანას ძრავი გამოურთეს და გააჩერეს

თარიღი : 1-10-2013, 17:19 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
პარლამენტში ეკონომიკის თემაზე მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას უმცირესობის დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ ქვეყნის პრემიერი გააკრიტიკა.
ბობოხიძემ თავისი გამოსვლა უმრავლესობის დეპუტატების გაფრთხილებით დაიწყო და მათ განუცხადა, რომ ოპონენტებს არ მიმართავდა და მოსახლეობასთან მიმართვით შემოიფარგლებოდა.
„როგორ არ გაიცინებს ღმერთი, როდესაც შევარდნაძის დროინდელი ფინანსთა მინისტრი გველაპარაკება, რომ „ნაციონალების“ დანგრეული ქვეყანა ჩაიბარეს ხელსი. თქვენი დღეს მოქმედება მე ერთ არაკს მაგონებს სულხან-საბადან ქმარსა და გარდაცვლილ ცოლზე. ჩვენი ჯერ არგარდაცვლილი ეკონომიკის საქმეს ჩვენი მოსახლეობა საკუთარ ზურგებზე გრძნობს იმ გაჩერებული პროექტებიდან, რომელთა ნაწილი ივანიშვილმა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე შეაჩერა. ისეთი შეგრძნება მაქვს, ჩვენი ქვეყნის ძრავა პირველ ოქტომბერს ვიღაცამ გამორთო და ქვეყანა ერთ ადგილას გააჩერა,“ - გაანცხადა ბობოხიძემ.
დეპუტატის თქმით, დღეს კოალიციის ზოგიერთი დეპუტატი ეკონომიკაში არსებულ არასახარბიელო ვითარებას აღიარებს, თუმცა მას ქვეყნის პრეზიდენტსა და მასთან კოაბიტაციას აბრალებს.
„კოაბიტაცია ივანიშვილსი წასვლის შემდეგ კიდევ უფრო მეტად დასჭირდება ქვეყანას, ოღონდ კოალიციის შიგნით ივანიშვილის წასვლის შემდეგ. ეკონომიკის კოლაფსის და გაჩერების მიზეზები ივანიშვილს უკავშირდება. ივანიშვილის მიერ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ უპასუხისმგებლოდ გაკეთებულმა განცხადებამ ბიზნესი მოლოდინის რეჟიმში გადაიყვანა. ბიზნესი ელოდება რამდენად შეძლებს ჩემთვის ღრმად პატივცემული დავით უსუფაშვილი და ბატონი x პრემიერი ქვეყნის გაძღოლას,“ - ამბობს ბობოხიძე.
უმცირესობის დეპუტატი საინვესტიციო ფონდის დაარსებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ის მორიგი ბლეფია კოდური სახელწოდებით: „გადავარჩინოთ გიორგი მარგველაშვილი“.
„პირველ ოქტომბერს ივანიშვილის პირადი 6 მილიარდით მოტყუვდა საქართველოს მოსახლეობა. ივანიშვილმა ერთი ხელის მოსმით გააჩერა ქუთაისის აეროპორტი როგორც ლოჯისტიკის ცენტრი და ქუთაისი, როგორც საპარლამენტო ქალაქი. ცუდ მდგომარეობაშია წყალტუბო. ეს ყველაფერი უსახურაო სახლს ჰგავს,“ - ამბობს ბობოხიძე.
უმცირესობის დეპუტატმა აქვე, თავის გამოსვლაში პრემიერს რჩევა მისცა და უთხრა, რომ მისი გუნდის წევრებმა ის ქუთაისის ყოფილი მერის მსგავსად არ მოატყუონ, რომელსაც თანაგუნდელებმა ქუთაისის ნაცვლად ტყიბულის ტერიტორია დაასუფთავებინეს.

news.ge


ნანახია: 1645-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქვეყნის პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ქვეყანაში ეკონომიკურ ვარდნასთან დაკავშირებით გაკეთებულ
“ხალხის პარტიის“ ლიდერის კობა დავითაშვილის განცხადებით, ის არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ,
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, მისმა ოპონენტმა, „ნაციონალმა“ აკაკი ბობოხიძემ ერთ-ერთი
ინციდენტის დასრულების შემდეგ აკაკი ბობოხიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, იმაში, რაც 'ერთიან ნაციონალურ
დებატებზე, რომელიც უმცირესობის მოთხოვნით იმართება, ქვეყნის ხელისუფლების მიერ ეკონომიკური კუთხით განხორციელებულ პროექტებსა და
„ნაციონალების“ განცხადებით, დღეს ქვეყანას უნიათო ხელისუფლება ჰყავს. ოპოზიციური ძალის წარმომადგენლებმა ისიც განაცხადეს, რომ დღეს

ამინდი