იმერეთის ვიცე-გუბერნატორი ქართული ოცნების ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი გახდა

"ქართული ოცნები"-ს ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად იმერეთის ვიცე-გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია დაინიშნა. ჭიღვარია აღნიშნულ თანამდებობას მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან იკავებს. როგორც Topnews.com.ge-ს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, ჭიღვარია ვიცე-გუბერნატორის თანამდებობაზე საქმიანობას ჩვეულებრივად განაგრძობს.
ცნობისთვის, "ქართული ოცნები"-ს ქუთაისის ოფისს ამ დრომდე მანანა მიქაძე ხელმძღვანელობდა. მიქაძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. Topnews.com.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
" ცენტრალურ ოფისს უკვე მერამდენე განცხადებით მივმართე. სამი წელია დღე და ღამე ფეხზე ვიყავი და ვემსახურებოდი ამ საქმეს. ვიდრე ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ, კონფერენციას უნდა ჩავაბარო ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ, თუმცა კონფერენცია როდის გაიმართება, არ ვიცი," - ამბობს მანანა მიქაძე.