Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ღმერთო, ოცნება რეალობად გვიქციე ორ მეოცნებეს: ქართველ აფხაზ ივასა და ქართველ იმერელ ზვიადს"

თარიღი : 2-10-2015, 17:15 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ზვიად ქურდაძე აფხაზ თანატოლს წერილს უგზავნის. აღნიშნულ წერილს Topnews.com.ge უცვლელად გთავაზობთ.


"წერილი ჩემ აფხაზ თანატოლს
გამარჯობა ივა, ჩემო უცნობო მეგობარო.
უცნაურია, არა?! გიწოდებ მეგობარს, ამავე დროს-უცნობს... ასე ინება ჩვენმა ბედისწერამ. მე, იმერელ ზვიად ქურდაძეს და შენ, აფხაზ ივა დანელლია ერთმანეთი ვირტუალური სამყაროს მეშვეობით გაგვეცნო.
ღმერთო, დაილოცოს შენი განგება... მეგობრობას მთავაზობს ქართველი აფხაზი. განა შეიძლება არ დააფასო ღვთის ეს უდიდესი წყალობა?!
ივა, ჩემო მეგობარო, გმადლობ იმ გულწრფელი სურვილისთვის, იმ გაბედული ნაბიჯისთვის, რომელიც ჩემსკენ გადმოდგი. ან იქნებ ჯერ არც კი გადმოგიდგამს, ჯერ იქნებ მხოლოდ სურვილია გაუმხელელი?! იქნებ მე მსურს ეს ჩემი ოცნება რეალობად იქცეს და ამიტომ ვეძებ ინტერნეტში შენს შემოთავაზებას?! ვიპოვი, აუცილებლად ვიპოვი...
ივა, მეგობარო, თუ შენ ჯერ კიდევ ფიქრობ მე უკვე ფიქრიდან და ოცნებიდან საქმეზე გადავდივარ.
მიიღე, გთხოვ, ჩემი გამოწვევა, შემოაგებე შენი ხელი ჩემს მეგობრულად გამოწვდილ ხელს, განვაახლოთ ჩვენს ხალხებს შორის საუკუნოებრივი ძმობა...
ივა, მომეცი უფლება ძმა გიწოდო, გთხოვ, შენც ძმად მიმიღო...
აღარ ღირს ფიქრი, ჩვენმა უფროსებმა ძალიან დააგვიანეს... მოდი, ჩვენ ვითაოთ მათი უდიდესი შეცდომის გამოსწორება. ხომ გაგიგია, „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“... ქართველები და აფხაზები, ღმერთის ნებით ძმები ვიყავით ოდითგანვე, დაე ძმები ვიყოთ საუკუნოდ. აფხაზ ქართველს და იმერელ ქართველს ოდითგან განსაკუთრებული სიახლოვე ჰქონდათ ერთმანეთთან.
ივა, გაიხსენე ჩვენი უძველესი ისტორია. სწორედ რომ ჩემი და შენი წინაპრების ურთიერთთანადგომამ, და ვაჟკაცობამ დაამარცხა მურვან ყრუს ლაშქარი ანაკოფიასთან... ჰოდა, მიიღე ჩემი გამოწვევა. დაე, ჩვენი თაობა იყოს სულის ჩამდგმელი აფხაზურ ქართულ უძველესი მტკიცე ძმობის განახლებისა.
აფხაეთი- ჩემი სამშობლოს ტკივილი და ამავდროულად უსაზღვრო სიამაყეა... ვიცი შენც ისევე გტკივა ჩვენი სიშორე, როგორც მე, შენც ისევე გსურს დედა თმილისში გასეირნება როგორც მე შენს მშობლიურ წალკოტში, სოხუმში თამამად გავლა, შავი ზღვის სანაპიროს სიმშვენიერითა და აფხაზი ძმების სტუმართმოყვარეობით ტკბობა...
იმედით ცოცხლობს ადამიანი. იმედი ბოლოს კვდება. ამ ჩემს იმედსა და ოცნებას, რომელსაც აფხაზეთი ჰქვია, სიკვდილი არ უწერია.
სამურზაყანო- საქართველოს უძველესი მიწა, უმშვენიერესი კოლხი ძალ-ვაჟების სამშობლო, წალკოტი, სამოთხე დედამიწაზე,ჩონგურის ერთი სიმია რომლის გაწყვეტასაც რამდენიმე წელი ცდილობს მავანი...
ივა დანელია, აფხაზო ყმაწვილო, ჩემო თანატოლო და თანასწორო, ეს სიმი მართლაც სასტიკად დაჭიმულია... ჩვენ გველოდება, ჩვენ უნდა გადავარჩინოთ გაწყვეტას. არა ძალას, არ ძალუძს ღმერთის ნებით შექმნილის დანგრევა
„ჩონგური საქართველოა,სიმები ჩვენ ვართ“. -მე, შენ, ის... ჩვენ უნდა მივცეთ ხელი ხელს, მხარი მხარს, ფიზიკურმა სიშორემ სულის სიმტკიცე კიდევ უფრო უნდა გამოგვიწრთოს და თითქმის შეუძლებელი შეგვაძლებინოს...
ღმერთო, ოცნება რეალობად გვიქციე ორ მეოცნებეს ქართველ აფხაზ ივასა და ქართველ იმერელ ზვიადს: მომავალ წელს ზვიადი სოხუმში, ივა-საჩხერეში
ნახვამდის მეგობარო. მწამს ხვალ მრავალი ივა და მრავალი ზვიადი გაუწვდის მეგობრობის ხელს ერთმანეთს...
ჩვენ პირველი მერცხლები ვართ...
გაზაფხული მხოლოდ ახლა დგება...,"- წერს ზვიად ქურდაძე.

ცნობისთვის, კონკურსი-"წერილი ჩემს აფხაზ თანატოლს" ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობი’-ს’ ფარგლებში გამოცხადდა. კონკურსში იმერეთის საჯარო და კერძო სკოლების მე–9 და მე–10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონკურსის ფარგლებში დასკვნითი ღონისძიება დღეს გაიმართა. ზვიად ქურდაძე კი ერთ-ერთი კონკურსანტია, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა.

თამუნა სხულუხია


ნანახია: 4883-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კონკურში იმერეთის საჯარო და კერძო სკოლების მე–9 და მე–10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. შემაჯამებელ ღონისძიებაზე 15
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge იმ ადამიანების საახალწლო სურვილებს, განცდებსა და ნატვრას გაგაცნობთ,

ამინდი