Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისში მუნიციპალური საავადმყოფო არ გვაქვს, მაგრამ მუნიციპალური ჰიგიენური სახლი-აბანო რომ გვქონდეს"

თარიღი : 2-10-2015, 12:50 | კატეგორია: სხვადასხვა   
topnews.com.ge
მწერალი ლია გვენეტაძე სოციალურ ქსელში კუთვნილი პენსიის მისაღებად მდგომ პენსიონრებსა და ზოგადად პენსიის გაცემის დღეს ფინანსურ დაწესებულებაში არსებულ ვითარებაზე წერს.

"ამის წინ "ლიბერთი ბანკში" მომიწია საბანკო ოპერაცის განხორციელება. სიმართლე გითხრათ, მართლა პირველად ვიყავი ამ დაწესებულებაში. აუარებელი ხალხი დამხვდა, უმეტესად ხანშიშესულები, რომლებიც პენსიის ასაღებად და გადასხადების გადასახდელადაც იყვნენ მოსულები. იმის გამო, რომ დარბაზში სკამების რაოდენობა ძალიან მცირე იყო, უმრავლესობა ფეხზე იდგა:(( საოცარი სიბრალული ვიგრძენი ამ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ძალიან უჭირდათ ასეთ პირობებში ყოფნა და კიდევ, იქ გამეფებულმა აუტანელმა ჭუჭყის სუნმა შემაწუხა ძალიან. გამიკვირდა კიდეც, როგორ მუშაობენ ასეთ ვითარებაში თავად ბანკის თანამშრომლები, რომ არაფერი ვთქვათ მათ კლიენტებზე. ვინმეს არ ეგონოს, ჩემს საყვარელ მოხუცებს შევურაცყხოფდე ამით, რომელთა უმრავლესობას შინ არათუ ცხელი წყალი და გათბობა, არამედ, ყოველდღიური საარსებო საშუალებები არ გააჩნია და ნახევრად შიმშილობს, ან ეს პირობებიც რომ გააჩნდეთ, მათი მომვლელი შვილები სხვაგან არიან გადახვეწილნი და უცხო ქვეყნის მოხუცებს თავს დაჰკანკალებენ, რომ სამუშაო შეუნარჩუნდეთ.

როცა გადამძღარი ხელისუფლებების წევრები და მათი ოჯახები, მათ მიერ დაპურებული:)) ახლობლები და მეგობრები ჯაკუზებსა და აუზებში საათობით ნებივრობენ, უნდა ახსოვდეთ ადამიანები, რომლებსაც ხშირად მოსაწესრიგებლად არც თბილი წყალი აქვთ, არც დრო და აღარც შეძლება.და საერთოდაც, ეს, სიღარიბის სუნია ბატონებო!!!
პ.ს. ქალაქში მუნიციპალური საავადმყოფო არ გვაქვს, მაგრამ მუნიციპალური ჰიგიენური სახლი -"აბანო" რომ მაინც გვქონდეს, არ იქნებოდა ურიგო," - წერს ლია გვენეტაძე.


ნანახია: 2117-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მომდევნო თვეში პენსიის ასაღებად მისულ მოხუცებს რამდენიმე თვის პენსია წინასწარ აღებული დახვდათ.
პატიმრების ახლობლები ციხეში არსებულ ვითარებაზე საუბრობენ და დახმარებას ითხოვენ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრის თანამშრომლებსა და მუნიციპალიტეტის
მწერალი ლია გვენეტაძე ქუთაისის მერს შოთა მურღულიას მიმართავს.
ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე, ე.წ. ფინურ სახლებში მცხოვრები ცარციძეების ოთხსულიანი ოჯახი შიმშილს ებრძვის.

ამინდი