Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ნიკეას ქუჩა ქუთაისის მთავარ შემოსასვლელად და 7 მილიონი რეაბილიტაციისათვის

თარიღი : 2-10-2015, 12:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ვიცე-მერი კონსტანტინე ქავთარაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წევრები მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციის საკითხი განიხილეს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ნიკეას ქუჩაზე გზის საფარის, განათების სისტემისა და ქუჩის მთელ სიგრძეზე ტროტუარების რეაბილიტაცია. ასევე, სანიაღვრე სისტემისა და მიმღები ჭების მოწყობა. გარდა ამისა, პროექტით გათვალისწინებულია ქუჩის შუა ნაწილში ბალახის საფარით სამი მეტრი სიგანის გამყოფი ზოლის, სათვალთვალო და ნიაღვარმიმღები ჭების მოწყობა. ასევე, ნიკეას ქუჩის პირველი შესახვევისა და სანაპიროს ქუჩის გასწვრივ ტროტუარის რეაბილიტაცია. ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი მსოფლო ბანკის მიერ 7 552 000 ლარით ფინანსდება.

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ, ნიკეას ქუჩა ქუთაისის მთავარი შემოსასვლელი გახდება.

„ნიკეას ქუჩის ბოლოდან ავტობანამდე გზის დაგება საგზაო დეპარტამენტს აქვს დაგეგმილი. ამ დროისათვის ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის განმახორცილებელი ორგანიზაციის შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს. დაახლოებით ორ კვირაში ველოდებით ხელშეკრულების გაფორმებას. ამის შემდეგ დაიწყება სამუშაოები. პროექტის ხანგრძლივობა 6-7 თვეს მოიცავს,“ - ამბობს მალხაზ ბასილაძე.


ნანახია: 2889-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუჩის სრული განახლების შედეგად გაუმჯობესდება ავტოსატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა, რაც ქალაქს არსებული ხერგილებისგან განტვირთავს და
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას თქმით, ნიკეას ქუჩაზე რეაბილიტაციის მეორე ეტაპი შიდა ქუჩების კეთილწმოყობას ითვალისწინებს
გთავაზობთ ვიდეო მასალას, რომელშიც აღბეჭდილია ნიკეას ქუჩის იმ გზის მდგომარეობა, სადაც ქუთაისელ მოსახლეობას თვეებია გადაადგილება

ამინდი