საჩხერეში იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებით აშენებული საბავშვო ბაღი გაიხსნა
თარიღი : 2-10-2015, 12:14 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯალაურთაში ახალმა საბავშვო ბაღმა დაიწყო ფუნქციონირება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საზეიმო ვითარებაში იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანიმ, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტომაშ პერნიცკიმ და გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ გახსნეს.
საბავშვო ბაღის მშენებლობა იაპონიის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების დაფინანსებით მოხდა. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად იაპონიის საელჩომ გრანტის სახით 90 347 აშშ დოლარი გამოყო. საჭირო ინვენტარის შეძენა კი ჩეხეთის საელჩომ უზრუნველყო. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 40 ბავშვზეა გათვლილი და მასში 20 – ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული.
საჩხერის მუნიციპალიტეტში სულ 16 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. წლის ბოლომდე რაიონში კიდევ სამი ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გაიხსნება.