"მთვრალმა გამგებელმა გვითხრა: ჯადოსნურ ჯოხს ავიქნევ და მოვა წყალიო"

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის მოსახლეობამ სასმელი წყლის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. აქციის ფოტოებს „ნაციონალური მოძრაობის“ სამტრედიის რაიონული ორგანიზაცია ავრცელებს.
აქციაზე მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერი ფოცხვერია და გამგებლის წარმომადგენელი იმყოფებოდა. სოფელ ვაზისუბანში წყლის ძველი მილების გამო, მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება. სოფელში დაწყებული წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თარიღი კი ამ დროისათვის უცნობია.
„გამგებლის წარმომადგენელი და გამგებელი ორივე ნასვამები მოვიდნენ. ვალერი ფოცხვერიამ ვერ ჩავეტიეთ ვადაში და რა ვქნათო, ჯადოსნურ ჯოხს ავიქნევ და მოვა წყალიო. აქცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. გამგებლის წარმომადგენელი არც პირად შეურაცხყოფებს მორიდებია მოსახლეობის მიმართ. ძაან უტაქტობით გამოირჩეოდა. აქცია იმით დასრულდა, რომ ვერ გვითხრეს რა ვადაში დასრულდება სამუშაოები და რა არის სამუშაოების გაჭიანურების მიზეზი. გვითხრეს, ჩვენც მოვტყუვდით, როცა გითხარით რომ სექტემბრის ბოლოს იქნებოდაო. არ გვეგონა თუ სირთულეებთან იქნებოდა დაკავშირებულიო,“ - აცხადებენ ადგილობრივები Topnews.com.ge-სთან საუბარში.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს რეაბილიტაცია, ხოლო რეაბილიტაციის დასრულების კონკრეტულ თარიღს გამგეობაში ვერ აკონკრეტებენ.