ქუთაისში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს
თარიღი : 2-10-2015, 11:27 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის ,,მადლიერების სახლში“ ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისში სტუმრად აჭარისა და ჭიათურის ხანდაზმულთა ორგანიზაციების ბენეფიციარებიც იმყოფებოდნენ. ქუთაისის მერთან ერთად მოხუცებს დღევანდელი დღე ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა უმაღლეს საბჭოში ანზორ თხილაშვილმაც მიულოცა.
დღესვე ხანდაზმულებისთვის ღონისძიება ბაღის აღსაზრდელებმა, ბავშვთა ცენტრმა ,,ჯადოსნური სამყარო“ და ხანდაზმულთა ანსამბლმა ,,ბერმუხა“-მ მოაწყო. დღევანდელი ღონისძიებები ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ქუთაისის ადგილობრივი ორგანიზაციის, ააიპ „დახმარების ეროვნული ფონდისა“ და ააიპ „მადლიერების სახლი“ -ს მიერ იყო ორგანიზებული.