Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ჯანმრთელი დედები-ჯანმრთელი მომავალი"-პროექტი სიცოცხლის დასაცავად

თარიღი : 2-10-2015, 01:37 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ორგანიზაციამ ააიპ INER Georgia-წყვილისა და სიცოცხლის სამსახურში პროექტის-,,ჯანმრთელი დედები-ჯანმრთელი მომავლის'' შუალედური ანგარიში წარმოადგინა. აღნიშნულ პროექტს ორგანიზაცია საია-ს ქუთაისის ფილიალთან ერთად ახორციელებს.

პროექტის მიზანს რეპროდუქციული ასაკის მქონე ქალბატონების საკუთარ რეპროდუქციულ უნარებსა თუ ოჯახის დაგეგმვის ბუნებრივ მეთოდებზე ინფორმირებულობა, ასევე, სხვადასხვა სამედიცინო თუ სახელმწიფო სერვისებსა და პროგრამებზე მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს.

,,პროექტი ივნისის თვეში დაიწყო. გამოიკითხა რეპროდუქციულ ასაკში მყოფი 150 ქალი და დადგინდა, რომ ნაკლებია მათი ინფორმირებულობა. ამიტომაც, ამ ვაკუუმის ამოსავსებად და მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებულობისთვის პროექტი გაგრძელდება მიმდინარე თვეებშიც,''-განაცხადა INER Georgia-ს ოჯახის ბუნებრივი დაგეგმვის ექსპერტმა ნინო ჟღენტმა.

ცნობისთვის, ორგანიზაციაში ,,წყვილისა და სიცოცხლის სამსახური'' ასევე ფუნქციონირებს ქალბატონებისთვის უფასო, ინდივიდუალური, ფსიქოლოგიური კონსულტაცია ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით.

თიკო ძოძუაშვილი


ნანახია: 1953-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ოფიციალური მონაცემებით, წლის განმავლობაში 40 000-მდე აბორტი ლეგალურად კეთდება, არაოფიციალური მონაცემებით კი ეს რიცხვი ორჯერ დიდია.
"მოსახლეობის ფორუმში" თითოეულ შეხვედრაზე ქუთაისში მცხოვრები 100 სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე ადამიანი მონაწილეობს.
თქვენთვის სასურველი ინფორმაციის მისაღებად შესაბამისი კითხვები შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ Topnews.com.ge-ს ელექტრონულ ფოსტაზე:
მანამ კი ქუთაისში აქცია-მსვლეობა, სახელწოდებით 'სიცოცხლის მარში' გაიმართება.

ამინდი