Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

,,წერილი ჩემს აფხაზ თანატოლს’’ - გზავნილები აფხაზ ახალგაზრდებს ქუთაისიდან

თარიღი : 1-10-2015, 17:12 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით, ქართულ –ამერიკულ ბიბლიოთეკაში (მისამართი: ქუთაისი, დუმბაძის ქ. №2) სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობი’-ს’ ფარგლებში გამოცახდებული კონკურსის ,,წერილი ჩემს აფხაზ თანატოლს’’ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიება 2015 წლის 2 ოქტომბერს, 14:00 საათზე არის ჩანიშნული.

კონკურში იმერეთის საჯარო და კერძო სკოლების მე–9 და მე–10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. შემაჯამებელ ღონისძიებაზე 15 ფინალისტი წაიკითხავს თავიანთ წერილებს, რომელიც უცნობ აფხაზ თანატოლებს მისწერეს.

3 გამარჯვებულს კომპედენტური ჟიური გამოავლენს. ჟიურის შემადგენლობაში არიან: ზაზა ჩაჩავა- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იმერეთში, ციალა კოპალიანი – აფხაზეთის ომის მონაწილე ჟურნალისტი და მწერალი ცირა ყურაშვილი.

გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ. კონკურსში ,,წერილი ჩემს აფხაზ თანატოლს’’ 35 მოსწავლე მონაწილეობდა. პროგრამის ფარგლებში რჩეული წერილების აუდიო ვერსიები ჩაიწერება. აუდიო დისკები კი აფხაზეთში წერილების ავტორების თანატოლებს გაეგზავნებათ.


ნანახია: 2805-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ზვიად ქურდაძე აფხაზ თანატოლს წერილს უგზავნის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, პროექტის მიმდინარეობის პროცესი მთავრობის ხელმძღვანელს
ტრადიციული საქალაქო კონკურსის გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს. კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები კი დიპლომებითა და ფასიანი
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის

ამინდი