Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სოფელ ჩუნეშში ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

თარიღი : 1-10-2015, 15:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნეშში ქართული პროზისა და მინიატურული ჟანრის დიდოსტატის ნიკო ლორთქიფანიძის დაბადებიდან 135 იუბილე აღნიშნეს. ,,ნიკოს ხატი საქართველო გახდა,’’- ასეთი იყო იმ თეატრალიზებული სანახაობის სახელწოდება, რომელიც მწერლის სახლ-მუზეუმში, ნიკო ლორთქიფანიძის იუბილის აღსანიშნავად გაიმართა.

ლიტერატურული საღამოს დასრულების, ადგილზეშეკრებილ საზოგადოებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა მადლობა მოახსენა ნიკო ლორთქიფანიძის ღვაწლის კიდევ ერთხელ წარმოჩენისთვის.

„2016 წელს დაიწყება ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესანიშნავი ქართველი კლასიკოსის მუზეუმი ყველა ქართველმა უნდა ნახოს და ნიკოობა ნამდვილ სახალხო დღესასწაულად იქცეს,“ - განაცხადა კონსტანტინე მამისეიშვილმა.


ნანახია: 3752-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფესტივალის ფარგლებში, სოფელ ჩუნეშში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში, 17:00 საათიდან ხალხური რეწვის გამოფენები გაიხსნება.

ამინდი