Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გიორგი მარგველაშვილი: მე არ ვარ დალხენილი და კარგად მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი

თარიღი : 1-10-2015, 14:50 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
"მე არ ვარ დალხენილი და კარგად მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში, ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე, მის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში არსებული არაერთი პრობლემის გამო საქართველოს პრეზიდენტობა მძიმეა, თუმცა ეს ფუნქცია და ვალდებულება მოსწონს.

"ეს არის უმნიშვნელოვანესი პოსტი და როლი, რომელიც მე მაქვს, რომელსაც ვემსახურები ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში. რა თქმა უნდა, მძიმეა, რადგან მე არ ვარ დალხენილი და კარგად მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი. მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია, მე ვარ პრეზიდენტი ქვეყნისა, რომელშიც არის ასობით ათასი დევნილი საკუთარ მიწა-წყალზე, მე ვარ პრეზიდენტი იმ ქვეყნის, რომლის ეკონომიკრი მდგომარეობაც სერიოზლი გამოწვევების წინაშეა და მე ვარ იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც მუდმივად ემუქრება მეზობელი, თან - ბირთვული სახელმწიფო. შეუძლებელია, ამ მდგომარეობაში შენ იყო კომფორტულად, მაგრამ პრეზიდენტი - ეს ფუნქცია და ეს ვალდებულება მომწონს, მეამაყება და გავაგრძელებ კიდეც ამ სამსახურს", - განმარტა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილისგან აშშ-ში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი მისი პოლიტიკური მომავლით დაინტერესდა, გიორგი მარგველაშვილმა დაადასტურა, რომ აქტიურ პოლიტიკაში დარჩენას აპირებს.

ipn.ge


ნანახია: 2263-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით დღეს ქვეყნის პრეზიდენტი ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მივიდა.
ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტში დეპუტატები ქვეყნის პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ ანგარიშს ისმენენ.
დღის ფოტო-პრეზიდენტი ქუთაისის ქუჩებში.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 17-18 მაისს იმერეთის რეგიონსს ეწვევა.
ოფიცალურ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ამინდი