თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქუთაისში, კადეტთა ლიცეუმში, დასავლეთ საქართველოს სერჟანტებს შეხვდა
თარიღი : 1-10-2015, 14:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე დღეს ქუთაისში კადეტთა კორპუსში საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლობის სერჟანტებს შეხვდა.
მინისტრის მოადგილემ მათ სუიციდის პრევენციისა და სამხედრო მოსამსახურეების ურთიერთმხარდაჭერის პროგრამის დეტალები გააცნო. პროგრამის ფარგლებში ამოქმედდა ცხლი ხაზი. დამზადდა საინფორმაციო ბროშურები და დაიწყო ტრენინგები.
დღესვე სამხედრო მოსამსახურეებისთვის პირველი ტრენინგი ჩატარდა. თავდაცვის სამინისტროს სუიციდის პრევენციის ახალი პოლიტიკა, ნაწილია სამინისტროს სტრატეგიის, რომელსაც "მხარი-მხარს" ჰქვია. პროექტი სუციდის პრევენციის გარდა, განათლების, ჯანდაცვის და სოციალური მხარდაჭერის თემებს აერთიანებს.
„საგანგაშო სტატისტიკა სუიციდთან დაკავშირებით არ გვაქვს, თუმცა, პრევენციის მიზნით, აუცილებელია, სერჟანტებს ამ მიმართულებით ჩაუტარდეს ტრენინგ-სემინარები. გარდა სუიციდისა, ზოგადად, პრობლემა აზარტული თამაშებია. სწორედ ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, სერჟანტებს სისტემატურად ჩაუტარდეთ ტრენინგ-სემინარები, მსგავსი ტიპის პრობლემების თავიდან ასარიდებლად“, - განაცხადა ანა დოლიძემ.