ქუთაისში პარკირება უფასო გახდა

ქუთაისის ტერიტორიაზე არსებულ პარკირების ადგილებზე მიმდინარე წლის ბოლომდე ავტომანქანების პარკირება უფასო იქნება. ამის შესახებ ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა და შპს "პარკინგსერვისი"-ს დირექტორმა განაცხადეს.
პაატა კლდიაშვილის თქმით, ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებულმა შპს "პარკინგსერვის"-მა ქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილების თანამედროვე სისტემის შესაბამისად მოწესრიგება დაიწყო, რის გამოც პარკირების ადგილებზე არსებულ მოიჯარეებს ვადაგასული იჯარის ხელშეკრულებები გაუუქმდათ.
"უახლოეს დღეებში ქალაქში აქტიურ რეჟიმში დაიწყება ორგანიზებული პარკირებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. შესაბამისად, ამ ხნის განმავლობაში ქალაქის ტერიტორიაზე პარკირება იქნება უფასო და არავინ არ იქნება ვალდებული გადაიხადოს პარკირების გადასახადი წლის ბოლომდე. მომდევნო წლიდან კი პარკირების გადასახადის გადახდა ცივილური მეთოდებით მოხდება," - ამბობს პაატა კლდიაშვილი.
პაატა კლდიაშვილის თქმით, ქალაქის ტერიტორიაზე ერთადერთი ადგილი, სადაც პარკირების გადასახადი მიმდინარე წლის სამ ნოემბრამდე იქნება, ქუთაისის ოპერის თეატრის ტერიტორიაზე არსებული პარკირების ადგილია. იმ თანხას, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტს წლის ბოლომდე უნდა მიეღო, შპს "პარკინგსერვისი" 2016 წელს გადახიდის. პაატა კლდიაშვილის თქმით, თანხა დაახლოებით 12 000 ლარს შეადგენს.
ცნობისთვის, ქუთაისში პარკირების 272 ლოკაციაა, რაც დაახლოებით 3 000-მდე მანქანის პარკირების საშუალებას იძლევა.