Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამტრედიის სოფელში წყლის ძველი მილები მოსახლეობის ინტოქსიკაციის მიზეზი გახდა

თარიღი : 30-09-2015, 22:24 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელი ვაზისუბანი წლებია სასმელი წყლის გარეშე ცხოვრობს.

ადგილობრივების განცხადებით, სოფელში უწყლობა ძირითადად წყლის ძველი მილების დაზიანებითაა გამოწვეული, რის გამოც სასმელ წყალს ხშირად ერევა ისეთი მინარევები, რამაც მოსახლეობის მასობრივი ინტოქსიკაცია არაერთხელ გამოიწვია.

"არაერთხელ მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას. სასმელი წყლის პრობლემა წლებია გვაწუხებს. ეხლახანს ტენდერი გამოაცხადეს მაგისტრალის რეაბილიტაციისთვის. ვადა იწურება, მაგრამ სამუშაოები არ დასრულებულა. მიუხედავად გამგებლის წარმომადგენლის, ალექსი ბოცვაძის დაპირებისა, რომ სამუშაოები ტენდერის პირობით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე დასრულდებოდა, ჯერ კიდევ დაუსრულებელ მდგომარეობაშია. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ დღეს განაახლეს სამუშაოები, რომლის ხარისხიანობაც საეჭვოა," - აცხადებს მოსახლეობა.

სამტრედიის ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სოფელ ვაზისუბანში სამუშაოები გაჭიანურდა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობას პრობლემის მოგვარებას უახლოეს მომავალში ჰპირდებიან.


ნანახია: 2486-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის მოსახლეობამ სასმელი წყლის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა.
მოსახლეობის განცხადებით, წლებია სოფელს აღნიშნული პრობლემა აწუხებს, წყლის მილები სოფელში ერთი წლის წინ გაიყვანეს, თუმცა
ადგილობრივები აცხადებენ, რომ სასმელი წყლის ყიდვა უწევთ, ხოლო საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის ან წვიმას ელოდებიან ან კიდევ წყალი
ქუთაისში, დადიანის ქუჩაზე მაცხოვრებლები გადათხრილი გზისა და დაზიანებული წყლის მილების მიზეზით, სასმელი წყლის გარეშე რჩებიან.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში მცხოვრები ოჯახები დახმარებას ითხოვენ.
მუხნარის დასახლებაში წყლის მაგისტრალის სარებილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი სრულდება.

ამინდი