Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ვალდებული ვართ ერთად გავუშვათ, უბედური, არაფრისმაქნისი და დამაქცევარი ქართული ოცნების ხელისუფლება"

თარიღი : 30-09-2015, 16:43 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი ბობიხიძის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა მარტო ბიძინა ივანიშვილს არ მოუტყუებია, ისინი მოატყუა იმ უამრავმა მათმა მეზობელმა, რომლებიც "ქართული ოცნების" აგიტატორები იყვნენ. ამის შესახებ აკაკი ბობიხიძემ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

"მე მინდა საქართველოს მოსახლეობას მივმართო – მომავალი წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი წელი და იმედი მაქვს, ის იქნება იმ შეცდომის გამოსწორების წელი, რომელიც საქართველომ 2012 წელს დაუშვა.

მე მინდა საქართველოს მოსახლეობას ვუთხრა, რომ ისინი მარტო ბიძინა ივანიშვილს არ მოუტყუებია. ისინი მოატყუა იმ უამრავმა მათმა მეზობელმა, რომლებიც "ქართული ოცნების" აგიტატორების სახით დარბოდნენ მათთან და მოუწოდებდნენ "ქართული ოცნებისთვის" მიეცათ ხმა", - განაცხადა ბობოხიძემ.

მისივე თქმით, მანამ, სანამ მოსახლეობა 2016 წელს გადაწყვეტილებას მიიღებს, კარგად უნდა დაიფიქრდნენ და გაანალიზონ, რისკენ უბიძგეს ამ მეზობლებმა 2012 წელს.

"ამ მეზობლებმა მიიღეს მუქთა გაფორმებები სახელმწიფო სამსახურებში, მიიღეს მუქთა ხელფასები. მოსახლეობამ მიიღო გაჩერებული ეკონომიკა, დაკარგული სამუშაო ადგილები, შიმშილი, ჩამოშლილი სახელმწიფო ინსტიტუტები და უპერსპექტივობა.

მე მიმაჩნია, ჩემო ძვირფასო თანამოქალაქეებო, რომ დროა უკვე პასუხი მოსთხოვოთ არა მარტო ბიძინა ივანიშვილს, არამედ იმ თქვენს მეზობლებსაც, რომლებიც დილიდან საღამომდე ალბათ ტვინს გიბურღავდნენ იმ აგიტაციით, რომ "ქართული ოცნებისთვის" მიგეცათ ხმა. მათ თავიანთი ოცნება აისრულეს, თუმცა აისრულეს თქვენს ხარჯზე. ამიტომ იქნება კარგად დავფიქრდეთ და როგორც თავის დროზე, 2012 წელს გაუშვით ისეთი ძლიერი ხელისუფლება, როგორიც იყო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება, ახლა თქვენ და ჩვენ ერთად ვალდებული ვართ, გავუშვათ ერთად ის უბედური, არაფრისმაქნისი და ქვეყნის დამაქცევარი ხელისუფლება, როგორიც არის "ქართული ოცნების" ხელისუფლება", - განაცხადა ბობოხიძემ.

ipn.ge


ნანახია: 1875-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ლილუაშვილმა წინასაარჩევნო შეხვედრები ვანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გამართა.
”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ინფორმაციით, კანდიდატმა წყალტუბოელებთან მიმართვა მილოცვით დაიწყო და ადგილობრივებს 2012
კახი კალაძე 'ქართული ოცნების' ქუთაისის 47–ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გენადი მარგველაშვილთან ერთად, კახიანაურის
კოალიცია „ქართული ოცნების" წევრის დავით ლორთქიფანიძის თქმით, ვანის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა ლეჟავა, „ქართული ოცნების" ლიდერებთან

ამინდი