ქუთაისის ოპერის თეატრი კონკურსში ჩაჭრილ თანამშრომლებს ემშვიდობება

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარე კონკურსები დასრულდა. კონკურსის შედეგები მედიის წარმომადგენლებს ოპერის მთავარმა დირიჟორმა რევაზ ჯავახიშვილმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ირინა ლომინაძემ გააცნეს.
რევაზ ჯავახიშვილის თქმით, საკვალიფიკაციო კონკურსი თეატრის გუნდსა და სოლისტ-მსახიობებს შეეხოთ, ხოლო მიზანს მსახიობებისთვის კატეგორიის მინიჭება წარმოადგენდა. როგორც ირკვევა, 21 სოლისტიდან კონკურსი 15-მა გაიარა, ხოლო გუნდის 48 წევრიდან-41-მა.
როგორც ჯავახიშვილი ამბობს, თეატრი განვითარებაზე უნდა იყოს ორიეინტირებული, ამიტომ, მისი თქმით, ოპერის ადმინისტრაციას კონკურსზე ჩაჭრილ პირებთან დამშვიდობება მოუწევს.
"ეს კონკურსი ემსახურებოდა თეატრში არსებული დონის შემოწმებას. კონკრეტულად კი იმის გარკვევას, რა გვჭირდება, ვინ რა დონეზეა და ვის სჭირდება წახალისება. გამსვლელი ქულა იყო 6, ხოლო უმაღლესი ქულა-10. უმაღლესი ქულის პატრონს ექნება უმაღლესი ხელფასი და პირველ პარტიას ითამაშებს. კონკურსანტებს სამი თვე ჰქონდათ მოსამზადებლად და აქ ჩასაფრებულ პოზიციაში არავინ იყო. ჩვენ გვიჭირს ამ ადამიანებთან დამშვიდობება, მაგრამ ასე მოგვიწევს," - განაცხადა რევაზ ჯავახიშვილმა.