Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მეგობრობის არტ-ფაქტი" ქართველი და პოლონელი მხატვრების მონაწილეობით

თარიღი : 30-09-2015, 13:27 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, კულტურა   
topnews.com.ge
28 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით ქუთაისი პოლონელ მხატვრებს მასპინძლობს. პოლონელი მხატვრების ქუთაისში ვიზიტი პროექტ "მეგობრობის არტ-ფაქტი"-ს ფარგლებში ხორციელდება. პროექტი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ქუთაისის მერიის მხარდაჭერითა და ააიპ კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეის ორგანიზებით ტარდება.

პროექტში, რომელიც ერთობლივ პლენერს გულისხმობს, ხუთი ქართველი და ხუთი პოლონელი მხატვარი მონაწილეობს. სტუმრები დღეს ქუთაისის ვიცე-მერსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

"პროექტი ტრადიციად იქცა და ის მეხუთე წელია ტარდება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია შემოქმედებითი მუშაობა პლენერზე, მასტერკლასები ჩვენი გაერთიანების ფილიალის, მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებთან, ექსკურსიები, რომლებიც პროექტის მონაწილეებს საშუალებას მისცემს ქართული კულტურის გაცნობით მოახდინონ მიღებული შთაბეჭდილებების ინსპირაცია საკუთარ შემოქმედებაში," - ამბობს ააიპ კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი ელისო ქაროსანიძე.

"მეგობრობის არტ -ფაქტი"-ს ფარგლებში შემაჯამებელი გამოფენა 7 ოქტომბერს, ქალაქის ცენტრში, ღია ცის ქვეშ გაიმართება, ხოლო გამოფენაზე გამოტანილი ნამუშევრები კაკაბაძის სახელობის გალერეის ფონდებში დარჩება.

ცნობისთვის, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, პოლონეთში მომავალ წელს ქართველი მხატვრები გაემგზავრებიან.


ნანახია: 2502-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტი საქართველოში უკვე 5 წელია რაც წარმატებით ხორციელდება.
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი მოგვაწოდოთ სააგენტოს
18 იანვარს, ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" მმართველი რევაზ თედორაძე და
კონცერტი 30 დეკემბერს, 16:00 საათზე, ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში

ამინდი