ქუთაისის ოპერაში პატიმრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
თარიღი : 29-09-2015, 21:18 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ფოიეში სრულწლოვანი და არასრულწლოვანი პატიმრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრების მიერ ხეზე ნაკვეთი და ხელით შესრულებული 100-მდე ნამუშევარი გამოიფინა. ციხის სოციალური განყოფილების სამსახურის უფროსისი ნინო ხონელიძის თქმით, ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის დახმარებით, მათ პატიმრების ნამუშევრების ერთ სივრცეში მოქცევა და დამთვალიერებლისათვის წარდგენა შეძლეს. მსგავსი ტიპის გამოფენის მოწყობას სოციალური სამსახური მომავალშიც გეგმავს.