"მეზიზღები ჩემო საქართველო შენს უსამართლო მთავრობასთან ერთად"

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალის გზაზე 2014 წლის პირველი იანვრის ღამეს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულ ირაკლი მებონიას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სოფელ ჯგალში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ დედა-შვილი და 18 წლის ახალგაზრდა იმსხვერპლა. გამოძიებამ და სასამართლომ დამნაშავედ წალენჯიხის სოფელ ეწერის მკვიდრი ირაკლი მებონია მიიჩნია. მებონიას სასამართლოს გადაწყვეტილებით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მებონიას გარდა, აღნიშნულ ავარიაზე პასუხისგებაში ასევე წალენჯიხის მკვიდრი კორნელი კვარაცხელიაც მისცეს. Topnews.com.ge-ს ირაკლი მებონიას ოჯახის წევრები და ახლობლები დაუკავშირდნენ. მათი განცხადებით, მებონია მოცემულ შემთხვევაში უდანაშაულოა. მსჯავრდებულის ახლობლები სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. ავტოსაგზაო შემთხვევაში თავს უდანაშაულოდ თვლის თავად ირაკლი მებონიაც.
ავარიის შედეგად ერთ-ერთი გარდაცვლილის, 18 წლის დავით ბელქანიას მამა ბადრი ბელქანია აცხადებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში ირაკლი მებონიას ბრალეულობის, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად არ სჯერა. ბელქანიას თქმით, მისი შვილი სხვა მანქანამ იმსხვერპლა, ხოლო რეალურ დამნაშავეს მაღალჩინოსნები მფარველობენ.
სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება ირაკლი მებოიასმეგობარი ნიკა მაღლაკელიძე.
"ეჰ ჩემო მებო, ბოდიში რომ ვერაფრით ვერ დაგეხმარეთ. ღმერთმა იცის, რომ ყველაფერს ვეცადეთ სიმართლე დაგვემტკიცებინა. ვსო მორჩა, გამოგიტანეს განაჩენი 10 წლის თავისუფლების აღკვეთით. მაგრამ ეს განაჩენი უფლის განაჩენი არ არის, ეს მხოლოდ იმ მდაბიო მოსამართლეების განაჩენია, რომელთაც უბრძანეს. უფლის განაჩენი ის არის, რომ ცოცხალი ხარ და იმ მდაბიო ხალხის ჯინაზე ისევ წამოდგები და ისევ ჩვენს გვერდით იქნება. მეზიზღები ჩემო საქართველო შენს უსამართლო მთავრობასთან ერთად. მძულს თქვენი სამართალი. 21–საუკუნეში როგორ შეიძლება დაუნგრიო ცხოვრება ყოვლად უსაფუძვლოდ 24 წლის ბიჭს. ეს იმ საქართველოში ხდება, რომლის მეფეც დავით აღმაშენებელი იყო. მძულხართ ვითომ მოსამართლეებო და ვითომ სამართალდამცველებო. თქვენთვის ხომ ადამიანის გაწირვა არაფერია. მძულს ის მთავრობაც, რომელიც სამართლიანობის აღდგენას გვპირდებოდა, თქვენ ხომ ხალხი არა ხართ!!!," - წერს ნიკა მაღლაკელიძე.