Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დსთ-ს ქვეყნების სავალუტო კრიზისმა აზარალა

თარიღი : 29-09-2015, 16:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დსთ-ს ქვეყნებში სავალუტო კრიზისმა ქუთაისის ინდუსტრიულ ზონას რეალიზაცია შეუმცირა.

როგორც ინდუსტრიული ზონის მმართველი ეგვიპტური „ფრეშის" პარტნიორი აცხადებს, ლარის დევალვაციას მათზე გავლენა არ მოუხდენია, რადგან დოლარზე არიან „მიბმული“, ყველაფერი საზღვარგარეთიდან შემოაქვთ და პირიქით – მასალები გაიაფდა.

მიხეილ თიგიშვილი ამბობს, რომ ზონის ფუნქციონირებაზე უარყოფითად იმოქმედა დსთ-ს ბაზრებზე ეროვნული ვალუტების დევალვაციამ და შედეგად, წინა წელთან შედარებით 30%–იანი კლებაა დაფიქსირებული. თიგიშვილის თქმით, ზონაში ბოლო პერიოდში რეორგანიზაცია მოხდა, თუმცა 3 თვეა სტაბილურად მუშაობენ. მისივე ინფორმაციით, ამჟამად ზონაში 7 კომპანია ფუნქციონირებს და ძირითადად საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოება ხდება. თიგიშვილი ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ბევრი კომპანია კონფლიქტის ზონებიდან ინტერესდება მათთან საქმიანობით და მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს. ქუთაისის ინდუსტრიული ზონის მმართველი ამბობს, რომ ჯერჯერობით ინდუსტრიულ ზონაში ბევრი მიმართულებაა ასათვისებელი და ზონის მაქსიმალურად დატვირთვის შემდეგ „ფრეში" ახალ ინვესტიციებზეც იფიქრებს.

ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში პროდუქციის წარმოება 2010 წელს დაიწყო. ზონაში ძირითადად უცხოური კომპანიები არიან და საყოფაცხოვრებო ტექნიკას აწარმოებენ.

commersant.ge


ნანახია: 2239-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გაზქურები, სარეცხი მანქანები და ელექტროგამათბობლები - ექსპორტზე პორტუგალიასა და პოლონეთში დაახლოებით ერთი თვის წინ გავიდა.
თიზ-ში ასევე იგეგმება სამშენებლო მასალების წარმოება.
"ჰუალინგის" თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2015 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა.
ქართულ-ეგვიპტური საწარმო „ფრეშ ჯორჯიადან“ ექვსი თვის წინ გათავისუფლებული დაახლოებით სამასამდე მუშიდან 100 მუშა სამუშაოს
გამოშვებული პროდუქცია 100 პროცენტით საექსპორტო იქნება.
აქციაში ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე მდებარე ავეჯის ფაბრიკაში დასაქმებულები მონაწილეობდნენ. ისინი იმ ყოველდღიურ ანაზღაურებას

ამინდი