Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ფიზიკური, ფსიქიკური თუ გონებრივი დარღვევების გამო უფლებაშეზღუდულებს იურიდიული დახმარების სამსახური დაიცავს

თარიღი : 29-09-2015, 16:13 | კატეგორია: სამართალი   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge და იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის ბიურო წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას „ვერდიქტი“, რომელიც სამსახურის საქმიანობის საზოგადოებისათვის უკეთ გაცნობას ემსახურება. რუბრიკის ფარგლებში სააგენტოს მკითხველი ასევე სამსახურის მიერ წარმოებულ საქმეებსაც გაეცნობა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2014 წლის 8 ოქტომბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება #2/4/532,533, რომლითაც სასამართლომ განმარტა, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს პირის გონებრივ შესაძლებლობები, მისი უნარი დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და უხელმძღვანელოს მას. საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველი გახდა სამოქალაქო კოდექსის ნორმა რომლითაც ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებს არ ჰქონდათ ქორწინების უფლება და ისინი ნებისმიერ უფლებაში იყვნენ შეზღუდულები.

წარმოდგენილი გადაწყვეტილება გახდა სწორედ საქართველოს სამოქალაქო კანონდმებლობაში ცვლილებათა განხორციელების საფუძველი, კერძოდ 2015 წლის 1 აპრილიდან საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობაში ამოქმედდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმად „ქმედუნარიანად ითვლება ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირიც, ანუ პირი, რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. ასეთი პირების გონებრივ/ინტელექტუალური მდგომარეობა სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს შესაბამისი ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე. სასამართლოს მიერ ხდება არა პირის ქმედუუნაროდ აღიარება, არამედ მისი მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობა და მისთვის მხარდამჭერის დანიშვნა. ამ ცვლილების შედეგად შესაძლებელია მათ გარკვეული უფლებებით ისარგებლონ დამოუკიდებლად, ხოლო ზოგიერთ სფეროში მხარდაჭერა დასჭირდეთ.

საკანონმდებლო ცვლილება განხორიციელდა „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონშიც, რომლის თანახმად, პირი რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის სახითხი უნდა განიხილოს სასამართლომ თუ არ სარგებლობს ადვოკატის მომსახურებით, სავალდებულო დაცვის ფარგლებში სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური მიუხედავად ამ პირთა სოციალური სტატუსის, გადახდისუნარიანობისა სთავაზობს უფასო საადვოკატო მომსახურებას სასამართლოში წარმომადგენლობით.

2015 წლის 1 აპრილიდან, იურიდიული დახმარების სამსახური უფასო საადვოკატო მომსახურებას უწევს ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე პირებს, რომელთაც, ფიზიკური, ფსიქიკური თუ გონებრივი დარღვევების გამო, სხვადასხვა უფლებით სარგებლობაში დაბრკოლებები ექმნებათ. ფსიქოსოციალურ პირთა უფლებებთან დაკავშირებით, 2015 წლის მაისიდან დღემდე იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის სოფიო ყუბანეიშვილის მიერ წარმოებულ 55 სამოქალაქო საქმეზე სასამართლომ ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე პირთა სასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღო, რომელთაც მოუგვარდათ აუცილებელი სოციალური საჭიროებანი (პენსიის მიღება, პირადი და ქონებრივი ინტერესების დაცვა და ა.შ.).


ნანახია: 2212-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისათვის უფასო იურიდიული დახმარება გაფართოვდა.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge და იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის ბიურო წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას 'ვერდიქტი',
იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს მორიგი საქმე.
პრობაციის ეროვნული სააგენტო ითხოვდა, რომ არასულწლოვან პრობაციონერ ლ.ყ.-ს პირობითი სასჯელი პატიმრობით შეცვლოდა და დაახლოებით 1
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge და იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის ბიურო წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას „ვერდიქტი“,
ადვოკატმა ვალერი კვანტალიანმა ჩათვალა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არაწორად გამოიყენა არასრუწლოვნის მიმართ პატიმრობა და

ამინდი